გორში მოკლული 9 წლის ნანა ბერიაშვილის ხსოვნას ვიდეო მიუძღვნეს. გარდაცვლილი ბავშვის ფოტოებით გაკეთებული ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
შეგახსნებეთ, რომ რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, გორში, ლიახვის პირზე 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, გოგონას თავზე ცელოფანი ჰქონდა შემოხვეული, ხელ-ფეხი კი მავთულით შეკრული. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გოგონას მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 34 წლის მამაკაცია დაკავებული.
“იმ მარშრუტის დადგენის შედეგად, რომლითაც ბავშვი გადაადგილდებოდა ყველა სახლი გაიჩხრიკა. ერთ-ერთ სახლში აღმოჩნდა სისხლის კვალი, რის საფუძველზეც დავაკავეთ ი.ნ. ის იქ სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს”, – განაცხადა შს მინისტრს პირველმა მოადგილემ კახა საბანიძემ.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]
სხვა სიახლეები