ნიგერიის ერთ-ერთ სოფელში მაცხოვრებლებმა გიგანტური ზომის ქვეწარმავალი მოკლეს. მისი სიდიდე არა მხოლოდ სიგრძეში, არამედ სიგანეშიც გამოიხატებოდა. ქვეწარმავლის დაჭერა სრულიად შემთხვევით მოხდა – სოფლის მაცხოვრებლებს გამუდმებით ეკარგებოდათ ეზოდან შინაური ცხოველი და ფრინველი, ამიტომ საჭიროდ მიიჩნიეს მტაცებლისთვის მახე დაეგოთ, თუმცა ასეთი ზომის ქვეწარმავლის მახეში გაბმას არავინ ელოდა. ყველაზე შოკისმომგვრელი კი მისი მუცელი აღმოჩნდა გაფატვრის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ქვეწარმავალი ძალიან მალე უამრავ კვერცხს დადებდა და სოფელს კიდევ უფრო ბევრ გველს შემატებდა. გიგანტური ქვეწარმავლის სიდიდე 5 მეტრს აღემატებოდა და მთელი სხეული რამდენიმე მწკრივად განლაგებული კვერცხით ჰქონდა სავსე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გველის კვერცხში არსებული ჯერ კიდევ არდაბადებული ქვეწარმავალი საკმაოდ ძვირიან დელიკატესად ითვლება, შესაბამისად, ადგილობრივებმა, თითოეული დიდი ფულის სანაცვლოდ გაყიდეს. რაც შეეხება ამ უზარმაზარ პითონს, ის აფრიკაში ბინადრობს და იკვებება ყველანაირი ცოცხალი არსებით, რის მონადირებასაც შეძლებს და მსხვერპლის ზომისა და წონის მიუხედავად, ქვეწარმავალს მისი დაჭერა და შეჭმა არასდროს უჭირს.