მოვა თუ არა ხატია ბრაჭული „დიდ პოლიტიკაში“

“ჩემი ცოლის დაქალების”  მსახიობი ხატია ბრაჭული  “დიდ  პოლიტიკაში” წასვლას არ  გამორიცხავს.  4 თვეა, რაც მსახიობმა ხატია ბრაჭულმა საბურთალოს რაიონის გამგეობაში დაიწყო მუშაობა. სამომავლოდ, “დიდ პოლიტიკაში” მოსვლასაც არ გამორიცხავს. ვიდრე ხატიას სქესთან დაკავშირებული სტერეოტიპების თემაზე ვესაუბრებოდი, ცოტა რამ ახალ სამსახურზეც ვკითხე.
– ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსახიობობას თავი დავანებე. სტაბილური სამსახური მინდოდა. საჯარო სამსახურზე ყოველთვის ვოცნებობდი. ისეთ ადგილას ვმუშაობ, რომ შემიძლია, ხალხს დავეხმარო, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. საბურთალოს რაიონის გამგეობაში, საზოგადოებრივი საბჭოების ფორმირების მართვისა და ანალიზის ჯგუფის წამყვანი სპეციალისტი ვარ.

– პროფესიით მსახიობი, ამ თანამდებობაზე როგორ მოხვდი?
– გავიგე, რომ ეს ადგილი თავისუფალი იყო და გადავწყვიტე, საკუთარი თავი გამომეცადა. გასაუბრება გავიარე… ახლა დროებითი მოვალეობის შემსრულებელი ვარ. ლექტორთან (იურისტთან) დავდიოდი და ვისწავლე კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, ევროპული ქარტია და ა.შ. მალე გამოცდა მექნება. თუ ჩავაბარებ, ამ პოზიციაზე დამტოვებენ… უნდა ჩავაბარო!

– წარმატებას გისურვებ! როგორ გესმის “გენდერული თანასწორობა”?
– ჩემი აზრით, გენდერული თანასწორობაა, როცა საკუთარი პოტენციალის სრული რეალიზაციისთვის, ქალსა და მამაკაცს თანაბარი პირობები და ცხოვრებისეული შანსები აქვთ: მონაწილეობენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული განვითარების პროცესებში და სარგებლობენ საზოგადოებრივი სიკეთეებით, შესაძლებლობებითა და რესურსებთ. “გენდერული თანასწორობა” ქალისა და მამაკაცის იგივეობას არ ნიშნავს, პირიქით – დემოკრატიულ საზოგადოებაში აღიარებულია, რომ ადამიანებს აქვთ სხვადასხვა ღირებულება, მიზანი და საჭიროება. მიუხედავად ამისა, მათი ინტერესები თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული. ისინი თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით უნდა სარგებლობდნენ, ერთნაირი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები უნდა ჰქონდეთ. გენდერული თანასწორობა, როგორც დემოკრატიული ღირებულების შემადგენელი ნაწილი, შედარებით ახალი ფენომენია და ალბათ, სათანადო გარემოს შესაქმნელად, შრომატევად მუშაობას მოითხოვს. ვფიქრობ, ღმერთმა ადამიანი თანასწორი შექმნა. …
***
– სქესთან დაკავშირებულ რომელ სტერეოტიპს დაამსხვრევდი?
– “ქალი ვიცი “კუხნაში”; “პოლიტიკა რა ქალის საქმეა?” ესეც გამიგონია: “გოგოს რად უნდა ამდენი სწავლა?” ჩემს პროფესიასთან დაკავშირებულ სტერეოტიპზეც მოგახსენებ: “კაცმა პიდარასტის როლი რატომ უნდა ითამაშოს?” მიმაჩნია,  რომ დღესდღეობით, სტერეოტიპები ძალას კარგავს, რაც მი­სა­სალმებელია.
– რა არის მამაკაცების საერთო მახასიათებელი?
– ჩემთვის მამაკაცი ძლიერებასთან, ვაჟკაცობასთან ასოცირდება. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი მამაკაცია, ვინც მიიჩნევს, რომ ქალი სუსტი არსებაა, კაცები უკეთესი ხელმძღვანელები არიან და ა.შ. ეს უკვე სტერეოტიპებია.

წყარო:სრულად წაიკითხეთ ჟურნალ “გზის” 10 მარტის ნომერში

კომენტარები

სხვა სიახლეები