მოემზადეთ დიდი ცვლილებებისთვის – ასტროლოგი ოქტომბრის მნიშვნელოვან მოვლენებზე

შემოდგომის თვეებში ოქტომბერი ყველაზე დინამიკურია. ოთხი პლანეტა დაუბრუნდება დირექტულ ფაზას. პლანეტები ერთმანეთთან საინტერესო ასპექტებს ქმნიან, ზოგჯერ საშიშსაც. მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს, ახალმთვარეობის, სავსემთვარეობის პერიოდებში და 15-22 ოქტომბრის შუალედში. მთელი თვის განმავლობაში სიფრთხილე, გააზრებულობა და დაკვირვება მოგვეთხოვება. მართალია, პლანეტები რეტროგრადული ფაზიდან დირექტულს უბრუნდებიან და გამონათებებს უნდა ველოდოთ, მაგრამ სანამ სვლას გაასწორებენ, 4-5 დღე შეჩერებულები არიან. ეს მომენტიც გასათვალისწინებელია. ერთი სიტყვით, მოსაწყენად არ გვეცლება. თუმცა, მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრულად.

23 ოქტომბრამდე მზე სასწორის ნიშანშია. სასწორებო, გილოცავთ, ჰარმონია და ურთიერთგაგება გქონდეთ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ არც ისე მშვიდი დრო დაგიდგათ. მზეც და მარსიც თქვენს ნიშანშია და ემოციები ბობოქრობს. მაგრამ იყავით მშვიდი და გააზრებული. სასწორი არის სიყვარულის, ქორწინების, ურთიერთობის, კანონის, ბალანსის, ჰარმონიის, თანამშრომლობის სიმბოლო. აგრეთვე, პარტნიორობის – სასიყვარულო და საქმიანი. კონსულტაციების. დააკვირდით თქვენს ურთიერთობებს და ეცადეთ, ჰარმონია შეინარჩუნოთ და თანხვედრა გქონდეთ პარტნიორთან. არ გირჩევთ უხეშობას, ძალის გამოყენებას სასურველის მისაღწევად.

ახლა რეტროგრადული მერკურის პერიოდში ვიმყოფებით. რომელიც 27 სექტემბერს დაიწყო და 18 ოქტომბრამდე გასტანს (მერკურის რეტროგრადული მომდევნო ფაზა დაიწყება 2022 წლის 14 იანვარს). მერე იქნება სტაციონარული (შეჩერებული) და სწორ სვლას 3 ნოემბერს დაუბრუნდა. ამიტომ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც დაკავშირებულია, საბუთებთან, კონტაქტებთან, მიმოსვლასთან გადაიტანეთ უკეთესი დროისთვის. მერკურის რეტროგრადული პერიოდი კი გამოიყენეთ საქმეების გამოსასწორებლად, საბუთების, ნივთების გადასაკეთებლად. კორექტივების შესატანად ხელშეკრულებაში და ა.შ. ოქტომბერში პლანეტა მერკური ორ ასპექტს აკეთებს: პლუტონთან და და იუპიტერთან. გარდა ამისა, 8 ოქტომბერს მერკური მზეს უერთდება (ამჯერად რეტროგრადულს) ასეთი ასპექტი გვქონდა პირველ აგვისტოსაც და გაიხსენეთ, რა ხდებოდა მაშინ თქვენს საქმეებში, ურთიერთობებში. ახლა შეიძლება მიუბრუნდეთ მათ, შეიტანოთ ცვლილებები დაასრულოთ. აქტიურად მოგინდებათ გადაკეთება, დასრულება. აგრეთვე, გაიაზრებთ და გაიგებთ ძალიან ბევრ რამეს – ახალ ინფორმაციებს, გადაამუშავებთ, გამოასწორებთ და ახალ შედეგებს მიიღებთ. აი, 29 ნოემბერს კი, როცა მერკური და მზე ისევ შეერთდებიან (ამჯერად მერკური სწორადმავალი იქნება), თქვენ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ. მერკური დაუპირისპირდება პლუტონს (პირველ და 5 ოქტომბერს. მოგვიანებით კი 4 ნოემბერს) ეს გაძლევთ საშუალებას გათავისუფლდეთ ტოქსიკური ურთიერთობებისგან, შაბლონებისგან. საქმისგან, რაც აღარ განიჭებთ სიამოვნებას. გარდა ამისა, პლუტონი არის ძალაუფლების, ძალის პლანეტა. შეიძლება გაჟონოს ინფორმაციამ სახელმწიფო სტრუქტურებიდან, ცვლილება მოხდეს საბანკო სისტემაში. ამავე დღეებში მერკური პოზიტიურ ასპექტს ქმნის იუპეტართან, გაფართოებისა და დიდი ბედნიერების პლანეტასთან. ანუ, გაწმენდის შემდეგ, თუ სუფთა ზრახვებით იმოქმედებთ, მიიღებთ წარმატებას.

ახალმთვარეობას ველოდებით 6 ოქტომბერს, 15:05-ზე სასწორის მეთოთხმეტე გრადუსში. ეს არის მთვარის თვის დასაწყისი – მზისა და მთვარის შეერთებით, მაგრამ ამჯერად სასწორში მათ უერთდება მარსიც. ამიტომ, მთვარის ამ თვეში, მომდევნო ახალმთვარეობამდე, მომატებული იქნება აქტიურობა, ენერგიულობა, ქმედება რაღაცის მისაღწევად. იყავით გონივრული, იფიქრეთ, რა შედეგს მოგიტანთ მომავალში თქვენი დღევანდელი ნაბიჯი. მოგიწოდებთ, ისწავლოთ გარშემო მყოფებთან თანამშრომლობა და უსიამოვნებების მუშტების გარეშე მოგვარება. საფრთხილოა 6-9 ოქტომბრის პერიოდი. ახალმთავრეობის პროგნოზს მოგვიანებით და ვრცლად შემოგთავაზებთ.

ახალმთვარეობა იმითაცაა გამორჩეული, რომ ამ დღეს პლანეტა პლუტონი დირექტულ ფაზას უბრუნდება. პლუტონი თხის რქაში დაკავშირებულია სტრატეგიულ მიზნებთან, ბიზნესთან, კარიერასა და პროფესიასთან. სწორ სვლაში დაბრუნების შემდეგ ის დააკორექტირებს ამ თემებს.

ვენერა მშვილდოსნის ნიშანში გადავა 7 ოქტომბერს და დარჩება 5 ნოემბრამდე. ვენერა მორიელში მშვიდად ცხოვრების უფლებას არ გვაძლევს, მომატებულია ეჭვიანობა და ემოციები. ეცადეთ, იმაზე მეტი სიყვარული გასცეთ, ვიდრე იღებთ და არ იყოთ პრეტენზიული და ეჭვიანი. 7-დან კი ვენერა გადადის მშვილდოსანში. გახდება ელიტური, კეთილშობილური. მოუნდება დაფასება საჩუქრებით, ელიტურ წვეულებებზე მიპატიჟებით. შეიძლება მოგინდეთ უცხოელებთან რომანის გაბმა. პარტნიორად შეიძლება აირჩიოთ ცნობილი ადამიანი ან ადამიანი, ვისაც კეთილშობილი წინაპრები ჰყავდა. ზოგიერთი შეიძლება სამოგზაუროდ გაემგზავროთ თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად.

მარსი-მზის ახალი 2-წლიანი ციკლი დაიწყება 8 ოქტომბერს. მარსისა და მზის შეერთება მოქმედებს ბიზნესსა და მეწარმეობაზე. აგრეთვე, ყველაფერზე, რაც დაკავშირებულია ძალოვან სტრუქტურასთან. ასეთი შეერთება გვქონდა 2019 წლის 2 სექტემბერს. გაიხსენეთ, რა ხდებოდა მაშინ თქვენს ან თქვენი ახლობლების ცხოვრებაში. ვერ დასხდებით გულხელდაკრეფილი და ვერ დაელოდებით, როდის დაგეხმარებათ სხვა. უნდა შეიცვალოთ ვითარებასთან ერთად და განვითარდეთ. ვერ გეტყვით, რომ ყველაფერი მარტივი იქნება, მაგრამ თუ მოინდომებთ, კარგ შედეგებს მიაღწევთ. ამჯერად მარსისა და მზის შეერთება სასწორშია და ცოტა ჰაეროვნება და სიმსუბუქე იქნება, წინა შეერთება ქალწულში იყო, აი, ორი წლის შემდეგ კი მორიელში იქნება.

სატურნი დირექტულ ფაზაში გადავა 11 ოქტომბერს (2022 წლის 5 ივნისამდე). მოიმატებს პროფესიული ზრდისადმი სწრაფვა. სტრატეგიული მიზნების განხორციელება. თუმცა, ყველასთვის 5 დღის მერე გააქტიურება ან მერკურის რეტროგრადული ფაზიდან გამოსვლის შემდეგ მთლად უკეთესი იქნება. ახლა კი გადაამოწმეთ, შეიტანეთ კორექტივები, ნაბიჯ-ნაბიჯ განიხილეთ და გათვალეთ ყველაფერი.
იუპიტერი დირექტულ ფაზაში გადავა 18 ოქტომბერს (2022 წლის 8 ივლისამდე). ახალი პერსპექტივები გადაგეშლებათ. საშუალება მოგეცემათ გააფართოთ საზღვრები, განვითარდეთ (სულიერადაც), სოციალურ საფეხურზე წინ წაიწიოთ. მოიმატებს თქვენი ავტორიტეტი, გახდებით დაფასებული.

სავსემთვარეობას ველოდებით 20 ოქტომბერს 18:56-ზე ვერძის 28 გრადუსში. სავსემთვარეობა, როგორც წესი, რთული დღეა (პლუს/მინუს 2 დღეც), მაგრამ ამჯერად სიტუაციას ართულებს ისიც, რომ პლუტონი და მარსიც აქტიურდებიან. ველოდოთ ფორსმაჟორულ სიტუაციებს და მზად ვიყოთ აქტიური მოქმედებისთვის. შეიძლება მოულოდნელად გამონახოთ რთული სიტუაციიდან გამოსავალი. ნუ იმოქმედებთ “ცხელ გულზე”, იყავით გააზრებული და დაკვირვებული. ტრადიციულად, სავსემთვარეობაზე მოგვიანებით ვრცელ სტატიას შემოგთავაზებთ.

ორი დღის შემდეგ – 22 ოქტომბრს (ასპექტი აქტიური იქნება 15-26 ოქტომბრის შუალედში) მაქსიმალურად მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ. საქმე ისაა, რომ მარსი და პლუტონი ეჯახებიან ერთმანეთს. ნუ ეცდებით სიტუაციის მოგვარებას ძალის გამოყენებით, მოგებული არ დარჩებით. სიფრთხილე გმართებთ ყველა მჭრელ და წვეტიან ინსტრუმენტთან მუშაობისას, ცეცხლთან. აგრეთვე, საჭესთან. პლუტონის გავლენით კი ფრთხილად უნდა ვიყოთ სტიქიასთან, მიწისქვეშა პროცესებთან. ნუ აიღებთ და გასცემთ ვალს.
23 ოქტომბერს მზე მორიელის ნიშანში გადავა. მორიელი არის ტრანსფორმაციის, ევოლუციის, პარტნიორული (საქმიანი და სასიყვარულო) ფინანსების, ექსტრიმის თემა. მორიელებო, წინასწარ გილოცავთა მზის თქვენს ნიშანში დაბრუნებას, მიზნების განხორციელებისთვის მოემზადეთ!

და ოქტომბრის ბოლო მნიშვნელოვანი მოვლენა – მარსი მორიელში გადადის 30 ოქტომბერს და დარჩება 13 დეკემბრამდე. მარსს სურს, ყველგან დაამყაროს თავისი წესები, სასწორი კი მოითხოვს, რომ მარსი ლოიალური და დიპლომატიური იყოს, მაგრამ ოქტომბერში მომატებული იქნება სამართლიანობისთვის ბრძოლა, კონფლიქტურობა და კინკლაობა. ისწავლეთ სხვების მოსმენა და საკუთარი ენერგიის მართვა. აი, მორიელში კი მარსი თავს ლაღად გრძნობს, ენერგიული და მიზანმიმართულია. არ უჭირს გმირობების ჩადენა. მაგრამ სიფრთხილეს მაინც ნუ დაივიწყებთ.
ბედნიერი და ჯანმრთელი იყავით ოქტომბერში!

წყარო:

კომენტარები

სხვა სიახლეები