მოდელმა კარა დელევინმა პარიზის რკინიგზის სადგურზე სკანდალი მოაწყო

რამდენიმე დღის წინ პარიზის რკინიგზის ერთ-ერთ სადგურში სამართალდამცავებმა უსიამოვნო ინციდენტი მოდელ კარა დელევინის მონაწილეობით დააფიქსირეს. პარიზიდან ლონდონში მიმავალი კარა ისტერიკაში ჩავარდა, როდესაც მას – კარლ ლაგერფელდის მუზას ბარგის შემოწმების სტანდარტული პროცედურის გავლა მოსთხოვეს.
„ის განრისხებული იყო, პოლიციელებს და მის ირგვლივ მყოფ მგზავრებს შეურაცხყოფას აყენებდა. მის გვერდით დაახლოებით 20 ადამიანი იყო და ყველანი გაოცებულნი იყვნენ მისი საქციელით“, – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.
კარას მოსაზრებით, მას არ სჭირდებოდა შემოწმების პროცედურის გავლა და უსაფრთხოების სხვა წესების შესრულება, რადგან ის ცნობილი მოდელია და მას უნდა ექცეოდნენ, როგორც განსაკუთრებით მნიშვნელოვან პერსონას.
საბოლოო ჯამში, კარას ჯარიმა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის გამოუწერეს. საერთო ჯამში, კარა ოფიცრების ოთახში ერთი საათი იმყოფებოდა და იქიდან ნამტირალევი გამოვიდა. მოდელის ფანატების მოსაზრებით, კარა დელევინს ვარსკვლავური დაავადება სჭირს. თუმცა შესაძლოა, გაუწონასწორებელი ბუნება იმ პრეპარატებმა გამოიწვია, რომლებსაც ის ძლიერი დეპრესიის დროს იღებდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები