პოპულარული რუსი ტელეწამყვანი და ბლოგერი, ნასტია ივლეევა ხელისუფლებას და მოსახლეობას მიმართავს და უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს:
„მეგობრებო, თქვენ იცით, რამდენად შორს ვარ პოლიტიკისგან, პოლიტიკურ თემებს ყოველთვის გავურბივარ… თუმცა, ვფიქრობ, ჩემი ამ მოწოდებით დავეხმარო მშვიდობას. მე არ ვყოფ ადამიანებს მათი შეხედულებების მიხედვით, თუ ვინ არის ხელისუფლების მიმართ ლოიალური ან ვინ წარმოადგენს ოპოზიციას, ან სხვა მიზეზით…
სწორედ იმიტომ, რომ პაციფიქსტი ვარ, გადავწყვიტე ჩემი სათქმელი ამოვთქვა:
ჩვენ ნამდვილი კატასტროფის მოწმენი გავხდით. უკრაინაში ხალხი იღუპება, ნადგურდება ქალაქები, იხოცებიან ჩვენი სამხედროები, რომელთა დიდი ნაწილი ძალიან ახალგაზრდები არიან, მიმდინარეობს საინფორმაციო ომი, რომელშიც ჩვენ, რიგითი ხალხი, ვერ ვპოულობთ სიმართლეს… ეს სამოქალაქო საინფორმაციო ომია, სადაც უბრალო ხალხი ერთმანეთს წყევლის, ემუქრება და ერთმანეთის მიმართს სიძულვილს გამოხატავს.
მე დიდი იმედით ველოდი მოლაპარაკებებს, რომელიც იქნებოდა პირველი ნაბიჯი კომპლექსური შეთანხმებების ჯაჭვში – იმედი მაქვს, რეალურად კომპრომისამდე მისვლა ორივე მხარეს სურს.
მინდა ღიად მივმართო ჩემი ქვეყნის ხელისუფლებას:
მოგიწოდებთ, დაასრულოთ სამხედრო მოქმედებები მოლაპარაკებების გზით… წადით კომპრომისზე, რომელიც ადამიანთა სიკვდილს შეაჩერებს.
მოგიწოდებთ, შეჩერდეთ!
ამას ვამბობ მე, ნასტია ივლეევა, „მშვიდობის ადამიანი“, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და ჩემი ქვეყნის პატრიოტი!“, – აცხადებს პოპულარული ბლოგერი.
სხვა სიახლეები