“მოგესალმებით, შეყვარებულო ქალბატონო ინგა” – დეპუტატის მიმართვა და ინგა გრიგოლიას პასუხი (ვიდეო)

მოგესალმებით, შეყვარებულო ქალბატონო ინგა – ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დათო ლორთქიფანიძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ინგა გრიგოლიას მიმართა.
დეპუტატის მიმართვას ინგა გრიგოლიამ შემდეგნაირად უპასუხა: “არ ვთვლი, რომ ხელისუფლებას ან გამოძიებას ამ წუთებში სახუმაროდ აქვს საქმე. ჩვენ არ გვეშინია იმის, რომ გვაქვს პირადი ცხოვრება. ეს ფრაზა იმას ნიშნავს, რომ არავის აქვს უფლება, ჩვენი პირადი ცხოვრებით დაგვაშანტაჟოს”, – აღნიშნა ინგა გრიგოლიამ.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები