France24 ავრცელებს ინფორმაციას მობილური აპლიკაციის შესახებ, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეგეძლებათ, გაიგოთ, სტკივა თუ არა ყური თქვენს პატარას, რომელსაც არ შეუძლია საუბარი და რაღაც აწუხებს.
აღნიშნული აპლიკაცია ვაშინგტონის მკვლევართა ჯგუფმა შექმნა. ტელეფონის ყურთან მიტანის შემთხვევაში აპლიკაცია აჩვენებს როგორც ანთებას, ასევე – ყურის სხვადასხვა დაავადებას.
ტკივილის შემთხვევაში აპლიკაცია გამოსცემს ხმას, რის შედეგადაც ხვდებით, აქვს თუ არა ბავშვს პრობლემა.