“მნიშვნელოვანი აღმოჩენა გავაკეთე”-რას წერს ნოდარ ლადარია ჯგუფ “თამადაზე”

ფილოსოფოსმა ნოდარ ლადარიამ სოციალურ ქსელში ჯგუფ “თამადას” შემოქმედებაზე კრიტიკული პოსტი გაავრცელა, რასაც საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა:

“ახლახან მნიშვნელოვანი აღმოჩენა გავაკეთე…

ფრენდის პოსტიდან გავიგე, რომ არსებობს ასეთი მომღერალი – “თამადა”. დავძებნე იუთუბში. აღსრულდა!

საბოლოოდ შეურიგდა ერთმანეთს და მკვიდრად შედუღაბდა ორი თითქოს საწინააღმდეგო რამ: შესაძლებლობათა უბადრუკობა და პრეტენზიულობის სიდიადე. ჯამში მივიღეთ ქართული კულტურის ორგანული პროდუქტი, მწვერვალი. ეს არის ჩვენი ზღვარი და კულტურული ერთიანობის აპოთეოზი!

რა გოეთეს თარგმანი და რა აღმოსავლური რენესანსი? – ახლა უკვე შეგვიძლია დავმშვიდდეთ და თვალი გავუსწოროთ მომავალს: პოლიტიკა, ეკონომიკა და კულტურა სწორედ “თამადის” დონეზე იპოვის თავის მაქსიმუმს. შეგვიძლია არხეინად მივატოვოთ ამაო ტანჯვა.

ნინჩო და ციურა ერთად სძოვენ მის ბანჯგვლიან ღიპზე.”-წერს ნოდარ ლადარია.

კომენტარები

სხვა სიახლეები