ქორეოგრაფი და მხატვარ-დიზაინერი, თეონა მუსელიანი გარდაიცვალა. თეონას საზოგადოება სოციალური ქსელიდან იცნობდა და მთელი საქართველო გულშემატკივრობდა. მიუხედავად საზღვარგარეთ გამგზავრებისა და მკურნალობისა, თერაპიამ შედეგი ვერ გამოიღო და ახალგაზრდა მოცეკვავე გარდაიცვალა.
ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა მოცეკვავისა და ქორეოგრაფის თეონა მუსელიანის (1990-2025) გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს ქორეოგრაფიულ საზოგადოებას.
„ულამაზესი მოცეკვავე სოციალური ქსელიდან გაიცნო საქართველომ. მას დაუდგინდა იშვიათი სახეობის იუნგის სარკომა. ოპერაციამ და ქიმიურმა თერაპიამ შედეგი ვერ გამოიღო. თითქმის მთელი საქართველო უგროვებდა თეონას საზღვარგარეთ სამკურნალო თანხას. სამწუხაროდ, ყველაფერი იყო ამაო“, – აღნიშნულია გავრცელებულ სამძიმარში.
სხვა სიახლეები