“მკერდით აფუჭებენ სოკოს” – რატომ ითხოვენ “თეთრ ქუდში” მაღალ და გრძელკიდურებიან გოგონებს

დასაქმების საიტ Jobs.ge -ზე შპს “თეთრმა ქუდმა“ შემდეგი სახის განცხადება განათავსა: „შპს “თეთრ ქუდში” გვესაჭიროება ქალბატონები სოკოს მკრეფავის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
** ასაკი 40 წლამდე,
** სიმაღლე არანაკლებ 1,68
** გრძელი კიდურებით და აუცილებელია იყოს რუსთავიდან“ – აღნიშნულია განცხადებაში.
აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელში უკვე მოყვა არაერთგვაროვანი გამოხმაურებები, ფეისბუქმომხმარებლები ინტერესდებიან რატომ ამახვილებს კომპანია სიმაღლეზე ყურადღებას.
ამ კითხვით “კვირა +“ “თეთრი ქუდის“ ხელმძღვანელობას დაუკავშირდა.
სადაც განცხადების შინაარსი შემდეგნაირად განმარტეს: “სოკო მოგვყავს დახურულ გრუნტში, შესაბამისი დანადგარებით, რომელსაც აქვს თაროები. ამ თაროებზე იზრდება სოკო. დაბალ ქალბატონებს მოკლე მკლავები აქვთ და ვერ წვდებიან ამ თაროებს და კრეფისას მკერდით აფუჭებენ სოკოს. ჩვენ მიერ განთავსებული განცხადებით არ უნდა იფიქროთ, რომ თუ 1,67 ხართ არ გაქვთ ჩვენთან დასაქმების შანსი, არ გეგონოთ, რომ აქ მოდელის პარამეტრებს ვითხოვთ, მირეკავენ და კითხულობენ სიმაღლესთან ერთად სილამაზეც, ხომ არ არის აუცილებელი? – მე ვუხსნი, რა იგულისხმება განცხადებაში“, – განუცხადა “კვირა +“ -ს “თეთრი ქუდის“ წარმოების უფროსმა, მთავარმა ტექნოლოგმა სპარტაკ მკრტიჩიანმა.
sss

კომენტარები

სხვა სიახლეები