„მიჰბაძე ქრისტეს და სოკრატეს!” – 12 სათნოება ბენჯამინ ფრანკლინისგან

“კვირა +” გთავაზობთ დიდი ამერიკელი განმანათლებლისა და მეცნიერის, ბენჟამენ ფრანკლინის 12 სათნოებას. ეს არის 12 ნაბიჯი, რომელიც ცხოვრებასა და მუშაობას გაგიმარტივებთ.

1. თავშეკავება – სჯობს ყოველთვის თავშეკავებული იყო ყველგან.
2. დუმილი – ილაპარაკე მხოლოდ ის, რაც სასარგებლო იქნება შენთვის ან სხვისთვის. თავი აარიდე ლაქლაქს.
3. წესრიგი – ყველა ნივთს მიუჩინე თავისი ადგილი. ყოველი საქმისთვის თავისი დრო გქონდეს.
4. გაბედულება – გადაწყვიტე შეასრულო ის, რაც გასაკეთებელია. განუხრელად შეასრულე ის, რაც სასარგებლოა.
5. სიბეჯითე – არ დაკარგო დრო ტყუილუბრალოდ. ყოველთვის რაიმე სასარგებლო საქმით იყავი დაკავებული. უარი თქვი ყოველ უსარგებლო მოქმედებაზე.
6. გულწრფელობა – არ იცრუო ბოროტად. გქონდეს წმინდა და სამართლიანი აზრები. საუბრის დროს მისდიე წესს.
7. სამართლიანობა – არავის მიაყენო ზიანი. არ ჩაიდინო უსამართლობა და არ გამოგრჩეს ის კეთილი საქმეები, რომლებიც შენს მოვალეობაში შედის.
8. ზომიერება – მოერიდე უკიდურესობებს. შეძლებისდაგვარად, შეეცადე იყო მიმტევებელი.
9. სისუფთავე – არ დაუშვა სხეულის, ჩაცმულობისა და ადგილსამყოფლის უსუფთაობა.
10. სიდინჯე – არ აგაღელვოს წვრილმანმა. ჩვეულებრივმა და გარდაუვალმა ამბებმა.
11. უმწიკვლობა – იყავი ზნეობრივად წმინდა.
12. თავდამბლობა – მიჰბაძე ქრისტეს და სოკრატეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები