მიხეილ ცაგარელი: სანამ “ნაციონალებს” არ მოვიშორებთ, ქვეყანა ვერ დაწყნარდება

“გიჟებივით, რომ გაჰყვირიან ე.წ. ოპოზიციონერები დიდი რაოდენობით რუსები გადმოდიანო, იმას ვერ ხედავენ თავზე ირანელები, თურქები და არაბები რომ გვასხედან და აქედან წასვლას არ აპირებენ?”,- ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში აცხადებს.

ცაგარელის თქმით, სანამ საქართველო “ნაცმოძრაობას” არ მოიშორებს, ქვეყანა ვერ დაწყნარდება.

“ერთი რამ კარგად დაიმახსოვრეთ – სანამ არსებობენ “ნაციონალური მოძრაობა”, ვაისაზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი გამოზრდილი ომბუდსმენები და კელი დეგნანისნარი ელჩები საქართველო მუდამ საფრთხის ქვეშ იქნება, ვიდრე მათ არ მოვიშორებთ, ქვეყანა ვერ დაწყნარდება. ალბათ უკვე, მეათასედ ვამბობ ამას.

რაც შეეხება კითხვას უნდა გადასცეს თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილი უკრაინულ მხარეს – არ უნდა გადასცეს, მიხეილ სააკაშვილმა აქ უნდა მოიხადოს სასჯელი. მეტიც, ჩემი ნება რომ იყოს, უფრო მეტს მივუსჯიდი. უკრაინაში მისი წასვლა იქიდან მეორე ფრონტის გახსნას ნიშნავს. არ შეუძლია მას პოლიტიკის გარეშე – დაიწყებს ოპოზიციის დაფინანსებას, ბრძანებების გაცემას – ქვეყანაში სიტუაციის ასარევად. ჩვენ ხომ ყველაფერი ნანახი გვაქვს? რამდენ პატიმარს დისკომფორტი ექნება, ყველა რომ ციხიდან გამოვუშვათ, წარმოგიდგენიათ რა მოხდება? მერე რა რომ სააკაშვილი ოდესღაც პრეზიდენტი იყო, ეს პრივილეგია არ არის, სხვა პატიმრებისგან არაფრით განსხვავდება.

მთავრობამ არც ეს და არც ომბუდსმენის საკითხი არ უნდა დათმოს. ქართველი ხალხი “ქართულ ოცნებას” აღარ აპატიებს ვიღაც მორიგი ნაციონალის მოსმენას სახალხო დამცველის რანგში.

რაც შეეხება საზოგადოებას – ოპოზიციური ძალები აუცილებლად შეეცდებიან დაბნელებების დერეფანში სიტუაციის არევას, ხალხის ქუჩაში გამოყვანას. ვაფრთხილებ ქართველ ხალხს – პროვოკაციებს არ წამოეგოს!”,- აცხადებს ცაგარელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები