“თავი შეიკავეთ შოკოლადის მიღებისგან” – რას გვირჩევს მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 14:50-დან 16:33 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა აქტიური მოქმედებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ტურისტული ლაშქრობის და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, ცოდნის შესაძენად, ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და სასამართლო პრესესების გასამართად, უცხოელ პარტნიორებთან კავშირების გასაფართოვებლად და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად, პრეზენტაციებისა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად, ხელოვნების ნიმუშების და სამგზავრო ბილეთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო, სარესტავრაციო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ, შოკოლადის, თაფლის და სხვა ალერგიული პროდუქტის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, იისფერი, ცისფერი, ყავისფერი და კრემისფერი, ასევე ფირუზი, ონიქსი, ქრიზოპრაზი, ნეფრიტი და რაუხტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.|

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომისა და სასწორისთვის, პრობლემები ელით თხის რქას და თევზებს.

fortuna.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები