საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლების პირობებში საქართველოში ნარკომანიის შემთხვევები შემცირებული იყო, რასაც, მისივე თქმით ვერ იტყვის დღევანდელ რეალობაზე.
“მე არც მარიხუანას ვეწევი და არც სხვა რამეს მოვიხმარ ეს ჩემი კატეგორიული პრინციპია. ჩვენს ხელისუფლებაში ნარკომანია არ იყო, რასაც ვერ ვიტყვი დღევანდელ დღეზე”, – განაცხადა სააკაშვილმა.