საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში სავარაუდოდ იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ის უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ოდესის ოლქის გუბერნატორად წარადგინა.
“I Odessa” – წერს სააკაშვილი ფეისბუქზე და ცნობილი სიმღერის ლინკს Шаланды полные кефали” აზიარებს.
საბოლოო გადაწყვეტილებას ოლქის გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი მიიღებს.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=hDSxfoHWCS8&app=desktop[/youtube]