მიხეილ გორბაჩოვი საავადმყოფოში მოათავსეს

სსრკ-ს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ გორბაჩოვი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში იმყოფება. საბჭოთა კავშირის ყოფილი პირველი პირი სამედიცინო დაწესებულებაში ამ წლის აპრილის თვეშიც მოხვდა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გორბაჩოვი თავს შეუძლოდ გრძნობდა, სწორედ ამიტომ მოათავსეს კლინიკაში.
88 წლის გორბაჩოვი საკუთარ წიგნზე მუშაობს, “რია ნოვოსტთან” ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ წიგნის წერაში მეგობრები ეხმარებიან. როგორც თავად ამბობს, წიგნი უახლოეს მომავალში გამოიცემა.

კომენტარები

სხვა სიახლეები