“მიხედეთ ყველამ იმ ქვეყანას, სადაც საქმიანობთ” – თენგიზ ცერცვაძე უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებს

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებს მიმართა:

“ხშირად მიხდება პოლემიკა უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ექიმებთან. პირად პოლემიკაში ჯერ ვერავინ დამისაბუთა, რომ რაიმე სერიოზული შეცდომა დავუშვით ან არასწორად ვმართავთ კოვიდს. ამბობენ რაღაც ზოგად ფრაზებს, მაგრამ როდესაც განმარტებებს ვაძლევ, ვერავითარ კონკრეტულ ნაკლს ჩვენ მიერ კოვიდის კლინიკურ მართვაზე ვერ ამბობენ. უცხოეთის ქვეყნებში ყველა მხრივ უარესი მდგომარეობაა – სიკვდილიანობის პროცენტით, რაოდენობით, ჰოსპიტალური გართულებებით. ეს იქ მრავალჯერ უფრო მეტია. ძალიან ბევრი პაციენტია, რომელიც კლინიკამდე საერთოდ ვერ აღწევს და ექიმთან კომუნიკაციას ვერ ახერხებს. გაზაფხულ-ზაფხულში მასობრივად იყო, როცა კრემატორიუმებთან მიცვალებულებით მანქანები რიგში იდგნენ. ასეთი რამ საქართველოში გინახავთ?!

უცხოეთის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ქართველი ექიმები მოღვაწეობენ, გაცილებით უარესი მდგომარეობაა, ვიდრე – საქართველოში – მიხედეთ ყველამ იმ ქვეყანას, სადაც საქმიანობთ”, – განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები