მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, მეორე სახლში დავბრუნებულიყავი – კალაძე პირლოს გამოსამშვიდობებელი მატჩიდან (ვიდეო)

 

მილანში, სან – სიროს სტადიონზე, ანდრეი პირლოს გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართა, რომელსაც თბილისის მერი და მილანის ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე დაესწრო, საიდანაც მან ლაივი ჩართო.
“ძალიან სასაიამოვნო გარემოა, ძალიან მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩემს მეგობრებთან ერთად, ადამიანებთან ერთად ვისთანაც 10 წლის განმავლობაში საკლუბო დონეზე თუ რაიმე წარამტებას შეიძლებოდა მიგვეღწია, ყველაფერი მოვიგეთ და ნამდვილად მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მომეცა შესაძლებლობა ჩემს მეგობრებთან, მეორე სახლში დავბრუნებულიყავი სან – სიროზე ქალაქ მილანში, სადაც ჩემი ყოფილი თანაგუნდელები არიან შეკრებილები” – განაცხადა კალაძემ ლაივის დროს.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები