“მიხარია, რომ არ დამიჯერა სალომემ და მაინც წავიდა” – რას წერს დედა, რომლის შვილიც აქციაზე იმყოფებოდა
“თეთრი ხამურის” მიერ გამართული აქციის ერთ – ერთი მონაწილის დედა სოციალურ ქსელში რუსთაველზე განვითრებული მოვლენების შესხახებ წერს.
“სალომე აქციაზე მაინც წავიდა…ვზივარ და ვნერვილობ…განვლილი წლების ყველა აქცია აღვიდგინე გონებაში, რუსთაველის გამზირს რომ დღემდე ახსოვს…ვფორიაქობ… რა მოხდება, რა დაალგებს ამ სიტუაციას….სოციალურ ქსელს ვუბრუნდები…მემატება მღელვარება-შავმაისურიანი ახალგაზრდების ჯგუფი შეკრებილა, აღმაშენებელზე ჩაიარეს მუქარით, რაღაც უჩვეულო შეძახილებით, ქაშუეათთან შევიკრიბოთ და გადავუაროთ აქციაზე შეკრებილებსო….სასწრაფოდ ვიცმევ და გავრბივარ, კიდევ კარგი, ახლოსაა ჩემგან მთავარი გამზირი…. გზად ლონდონის პარკთან შეკრებილ 50 კაციან მიტინგს ჩავუარე…აქაც იმუქრებიან-გადავუაროთ! ავირბინე ალექსანდროვის ბაღის კიბეები: მოსულან უკვე, ზოგ მათგანს პირზე ნიღაბიც აუკრავს….დედის ინსტიქტი მუშაობს…სადაა ახლა სალომე, ვიცი აქვეა მოპირდაპირე მხარეს, პარლამენტის შენობის წინ, არადა გავუბრაზდი წამოსვლის წინ, რა გინდა იმ დაბოლილებში, რას ჰგვანან- მეთქი, არა, სულ არ მრცხვენია, იმის აღიარების, რომ არ დამიჯერა-არ არის მორჩილება ყოველთვის საჭირო! სიმშვიდეა ჯერჯერობით….ქაშუეთის ტაძარში შევდივარ….ერთი ქალბატონი მოძღვარს ესაუბრება, სულ ორიოდე ადამიანია ტაძარში…სანთლებს ვანთებ. სწრაფი ნაბიჯებით მივდივარ წმინდა გიორგის ხატთან და რუსთაველის ქუჩაზე ორივე მხარეს მდგომ გოგო- ბიჭებს ვავედრებ-დაიფარე ეს ახალგაზრდები-მეთქი… სალომე და ნათია (ჩემი ფოთელი მეზობელი-პირველკურსელი გოგონა) გახარებული მეგებებიან-რა კარგია, რომ მოხვედიო…გაბრაზებული ვათვალიერებ ახალგაზრდებს, ვიღაც სიტყვით გამოდის…არ ვუსმენ, ირგვლივ მდგომთ ვათვალიერებ: დაბოლილებს ვეძებ, სალომეს დასაბუთებულად რომ ვუსაყვედურო-ამათთან რა გინდა-მეთქი. ვიღაც მიღიმის, ვერ ვიცანი, ვერც სალომემ იცნო, შემდეგ კიდევ გამიღიმა უცნობმა გოგონამ-შემრცხვა, ისეთი თბილი ღიმილი ჰქონდა. სამაგიეროდ მივხვდი- ჩემი, ანუ უფროსი თაობის წარმომადგენელის დანახვა ესიამოვნა მიტინგზე.(არადა, რა იცის, დაბოლილს რომ ვეძახი), თითქმის ერთი საათი გავიდა-ჰოი, საოცრებავ-არცერთი მონგრეული და დაბნეულ- დაშტერებული გამოხედვა, საკუთარი თავის მრცხვენია-ამდენი ჯანსაღი მზერა, ზომაზე მეტად ჭკვიანური თვალები, დალაგებულად მოსაუბრე საიდან მოიყვანეს?-გავიფიქრე. მეორე მხარეს-კონტრაქციაა. უშვერი სიტყვების კორიანტელი მოდის. არ ავყვეთ-გაიძახის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ტაშს უკრავენ პასუხად ჩემი თმაგაწეწილი, დახეულ-ჯინსიანი, საოცრად კეთილღიმილიანი ახალგაზრდები… გაღმიდან შუა–თითებს აჩვენებენ, გამოღმიდან ორი თითით V – კომბინაცის აგებებენ, ერთი-ორმა დაიძახა- მუსიკა! წავიდა ელექტრონული მუსიკა.(რა ვქნა, ვერა და ვერ შევიყვარე)-არ გვინდა, არა, ნუ გავაღიზიანებთ მეორე მხარეზე მყოფებს-მოუწოდებს თმაგაწეწილი ბიჭი, სახელად ბექა, წყდება მუსიკა, ვიღაც თავის მობილურში ეძებს სასურველ მელოდიას და როკვას აყოლებს…ვაკვირდები….არა, კაცო, არაფერი სატანური, ჩვეულებრივი როკვაა, რიტმული, ლამაზი, არ ვღიზიანდები. (აბა, რა ჯანდაბას ვუყურებდი გუშინ და დღეს ფბ-ში) რა საყვარლები არიან ეს ფერადთმიანი გოგოები, რა თავაზიანი ყოფილან ეს ბიჭები. (არადა, სულ არ ვფიქრობდი ასე) აი, ვიღაც ბიჭს დედა ურეკავს, ძალიან ახლოს დგას ჩემთან და მესმის ბიჭის პასუხი:შენ თავს ვფიცავარ დედი, არაფერი არ ხდება ცუდი, პასუხს ველოდებით და წამოვალ, არა არავინ ჩხუბობს, არც მთვრალია ვინმე….მე დამალაპარაკე, დავამშვიდებ დედას-მეთქი, ვპირდები…ეწევიან ახალგაზრდები, -შემაწუხა ბოლმა – გადავუჩურჩულე სალომეს.
-ბოდიში, ქალბატონო, მეუბნება ახალგაზრდა, ფეხით სრესს ახლადმოკიდებულ სიგარეტს და გულწრფელად მიღიმის. ( გამახსენდა, რომ ძალიან ახლოს ვდგავართ ერთმანეთთან) მოკლედ, იმდენი ბოდიში, გმადლობთ, უკაცრავად გავიგე დღეს ჩემი ბავშვობისდროინდელი სატელევიზიო გადაცემა-”ათიათასად ზრდილობა” გამახსენდა…უცებ ნაცნობ სახეს მოვკარი თვალი- ლუკა- ჩემი ნატას ბიჭი, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა, პროფესიით არქიტექტორი, ვიფიქრე მივალ- მეთქი, მაგრამ დამეკარგა თვალთა ხედვიდან…ორატორებს ვუსმენ შიგადაშიგ-ორივე მხარეს ქართველები ვდგავართ და ძველი გამოუსწორებელი შეცდომა არ ჩავიდინოთ ხალხოო!-მოუწოდებენ ერთმანეთს…. შიშმა ამიტანა, კარგად მახსოვს ეს ”შეცდომა”- გამახსენდა რა შევსთხოვე წმინდა გიორგის და დავმშვიდდი. ცოტა მოშორებით გაზონზე ჩამჯდარ, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საამაყო და უგანათლებულეს პიროვნებას-გოგი ხოშტარიას გადავაწყდი, იმდენი მოწიწება მაქვს ამ ადამიანის მიმართ- მიახლოვება და თანამოსაუბრესთან საუბრის შეწყვეტის მომერიდა…სალომემ დრო იხელთა და პაპარაცული ფოტო გადაუღო მის საყვარელ უფროს კოლეგას…მოკლედ მერე რაც იყო , თქვენც იცით, ფეხით წამოვედით სახლისკენ-მეტრო ნახევარი საათით ადრე დაკეტეს (?!),, არ დავღლილვარ, ძალიან დატვირთული და სავსე წამოვედი, და კიდევ ბედნიერი- ჩემი ცუდი მოლოდინი რომ არ გამართლდა და ნახევრად ”’გასული” გოგო-ბიჭების ნაცვლად საოცრად ზრდილი, გაწონასწორებული, მშვიდი, ლაღი, თბილი და გონიერ-თვალება ახალგაზრდობა რომ ვნახე ერთად შეყრილი დედაქალაქიდ დედა-გამზირზე! კიდევ პროფესიონალი პოლიციელების არმია- როგორ მინდოდა ჩავხუტებოდი სათითაოდ ყველას- რაღაც დიდი სითბონარევი ტკივილი რომ ჰქონდათ თვალებში… ძალიან დაღლილები და ნაღვლიანები ჩანდნენ.
მოკლედ მიყვარხართ ბავშვებო, მიყვარხართ სალომეებო, ( სალო აბრამიშვილო, მაპატიე ჩემი გუშინდელი სიფიცხის გამო და იმის გამოც, რომ ნაცვლად იმისა, გუშინდელი დღიდანვე შენთან დავმდგარვიყავი, დაგტუქსე- და ნუ აყვები მაგ ბანდას-მეთქი, ) თქვენ ვერ წარმოიდგენთ ახალგაზრდებო, როგორ მიხარია, რომ შემეშალა და ჩემი ცუდი მოლოდინი არ გამართლდა, როგორ მიხარია, რომ ასე გიყვართ ერთმანეთი და ფასდაუდებელი მშვიდობა! როგორ მიხარია, რომ არ დამიჯერა სალომემ და მაინც წავიდა ამ აქციაზე, თორემ დარდი მომკლავდა-ასეთები რომ არ მენახეთ, როგორებიც გნახეთ! მიყვარხართ! არა, არც ისე ცუდადაა საქმე!
პ. ს. სკოლაში მინდა! ძალიან გავიზარდე, ძალიან!”.