მიხაელ შუმახერი კომიდან გამოვიდა

„ფორმულა-1“-ის შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი კომიდან გამოვიდა.

ამის შესახებ Le Parisien წერს.

50 წლის სპორტსმენი რამდენიმე დღის წინ პარიზის ჟორჟ პამპიდუს სახელობის საავადმყოფოს სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილებაში მოათავსეს.

როგორც მედიას განყოფილების ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, „ის ჩვენს განყოფილებაში იმყოფება. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ გონს მოვიდა“.

ამიერიდან სპორსტმენის ჯანმრთელობას სისხლძარღვთა მიმართულების სპეციალისტი, პროფესორი ფილიპ მენაშე, მიხედავს.

მიხაელ შუმახერმა თავის სერიოზული ტრავმა 2013 წელს საფრანგეთის მერიბელში თხილამურებზე სრიალის დროს მიიღოს. სპორსტმენი დაეცა და თავი ქვას დაარტყა.
მას თავის ტვინის სრული დაზიანება აღენიშნებოდა და ამ ხნის განმავლობაში იგი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
2018 წელს მედია წერდა, რომ სპორტსმენი საწოლს მიჯაჭვული აღარ არის და ფილტვებისთვის ხელოვნურად ჟანგბადის მიწოდებასაც არ საჭიროებდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები