„მიჭირს ხედვა, სიარული, კვება“ – ჟურნალისტი ანა მამულაშვილი გარდაიცვალა

ჟურნალისტი ანა მამულაშვილი, მძიმე დაავადაებასთან 5–წლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. ანას ორი შვილი 13 წლის მია და 3 წლის ანდრე დარჩა.

ანა ოქტომბერში საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერდა:

„მეგობრებო, ბოდიში ყველას, ვერ გწერთ ინბოქსში. მიჭირს ხედვა, სიარული, კვება…

ხუთშაბათს ჩამოვედი სტამბულში და გუშინ შეძლეს ჩემი თავის დათვალიერება. ძალიან ბევრი ახალი მეტასტაზი მაქვს გაჩენილი თავში და გუშინ შეძლეს დათვალიერება პირველად, ძველებიც გაზრდილია ძალიან…

გადაწყდა, უნდა გამიკეთონ მთლიანი თავის დასხივება, რომელიც 10 ან 14 დღე გასტანს და ხვალ დავიწყებ. მადლობა ყურადღებისთვის, დახმარებისთვის და გვერდში დგომისთვის, მიყვარხართ.

პ.ს. ვმოძრაობ ეტლით და მამიდაჩემს მოვუყევი, გახვრეტილი ცხვირი, კვლავ შემიხორცდათქო, რომ ჩამოვალ კვლავ გავიხვრიტავ, მომწონს ძალიან, მამიდაჩემი მეკითხება, ნუ გადამრიე, ნესტეოები შეგიხორცდაო?

არა ლელა არა, მხოლოდ გახვრეტილი, ნესტოები მაქვს“, – წერდა ანა მამულაშვილი.

ანა მამულაშვილი წლების განმავლობაში სხვადასხვა ტელევიზიის თანამშრომელი იყო. მუშაობდა ტელეკომპანია “იმედში”, საინფორმაციო გამოშვების “ქრონიკის” ჟურნალისტად. ასევე, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2″ის გასართობი გადაცემების კოორდინატორად. ტელეკომპანია GDS-ში მუსიკალური შოუს “ერთი-ერთში” და დილის გადაცემის წამყვანი იყო.

კომენტარები

სხვა სიახლეები