გუშინ რუსთავში ავარიისას გარდაცვლილი ელენე ბაშარული პოლიტიკოს მარიამ ბაშარულის ბიძაშვილია. როგორც ცნობილი გახდა, გარდაცვლილ გოგონას მშობლები არ ჰყავს და მას თავად მარიამი ზრდიდა.
ბაშარულმა სოციალურ ქსელში დაწერა:
„მიწიდან ამოგთხრი, ჯოჯოხეთს მოგანატრებ !!“
შეგახსენებთ, რომ ელენე ბაშარულს წუხელ დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა, შედეგად, გოგონა ადგილზე დაიღუპა. მძღოლი მიიმალა და მას სამართალდამცავები ეძებენ.