“მიშველეთ მეგობრებო” – სიღნაღში ჯოხზე ლურსმნებდაკრული კაცი დადის, ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ (ვიდეო)

“დღეს დილით ასე ჯოხზე ლურსმნებდაკრული, სიღნაღელი გოჩა კოკოლიშვილი ესტუმრა ჩემს სახლს,იმ მიზნით და მუქარით, რომ ძაღლებს თავები უნდა დაუხეთქოს” – აღნიშნული შინაარსის პოსტს სოციალურ ქსელ Facebook-ზე მატილდა მირზოევა წერს და დახმარებას ითხოვს: 

„მიშველეთ მეგობრებო… უკვე ზღვარს სცდება ის ქმედება, რაც სიღნაღში და კერძოდ ჩემს სახლთან ხდება აღარ ვიცი სად წავიდე და აღარ ვიცი ვის მივმართო… შეთქმულებებს აწყობენ!

მოლაპარაკებულები არიან, რომ ძაღლები ააოხრონ… დღეს დილით ასე ჯოხზე ლურსმნებდაკრული, სიღნაღელი გოჩა კოკოლიშვილი ესტუმრა ჩემს სახლს,იმ მიზნით და მუქარით, რომ ძაღლებს თავები უნდა დაუხეთქოს სამწუხაროდ მე არ ვიყავი სახლში და ჩემს არასრულწლოვან ბავშვს მოუხდა მისი გამკლავება და ძაღლების დაცვა.

როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს განუკითხაობა… იძულებულს მხდიან, რომ სახლში გამოვკეტო ყველა ქუჩის ძაღლი… ჰაერი არ დავანახო… ახლა სახლიდანაც ვეღარ უნდა გავიდე, რომ ვინმე გადარეული არ მოვარდეს და არამარტო ძაღლებს, არამედ ბავშვებსაც ბნედა არ დასცეს.

პოლიციაში გინდა დარეკე გინდა არა უფრო მტრებს ვიმატებ. იქნებ ჩამოვიდეს ვინმე ცხოველთა დამცველი სიღნაღში და დამეხმაროს პრობლემის რეალურ მოგვარებაში. მაინცადამაინც მკვლელობა უნდა მოხდეს?!“ – წერს მატილდა მირზოევა და ვიდეოკადრებსაც აქვეყნებს. 

კომენტარები

სხვა სიახლეები