აშშ-ის პირველი ლედი – მიშელ ობამა, რომელიც თეთრ სახლს, თავისი მეუღლის მსგავსად, 20 იანვარს დატოვებს, ბარაკ ობამას პოპულარობით უსწრებს.
თუ მოქმედ პრეზიდენტს ამერიკელების 58% უჭერს მხარს, მიშელ ობამას მხარს უჭერს გამოკითხულთა 68%. სოციოლოგიური კვლევა ჰელალის ინსტიტუტმა ჩაატარა და მასში 1000-მდე ამერიკელმა მიიღო მონაწილეობა.
მიშელ ობამა პირველი შავკანიანი პირველი ლედია აშშ-ის ისტორიაში. ის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მანდილოსანია. მიშელს მხარს უჭერენ როგორც ტრადიციონალისტები, ოჯახის მიმართ მისი სიყვარულის და მეუღლის მხარდაჭერის მზადყოფნის გამო, ასევე „პროგრესისტები“. ისინი მიშელში ძლიერ ქალს ხედავენ, რომელიც ხშირად იხსენებდა ამერიკის ისტორიის არცთუ სასახელო მომენტებს. მიშელ ობამა მთელი თაობისთვის თანამედროვე ამერიკელი ქალის სახე გახდა.
სხვა სიახლეები