ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი მიშელ ობამა და „ოსკარის“ პრემიის ლაურეატი შარლიზ თერონი თვლიან, რომ ჭკვიან გოგოებს არაფერში სჭირდებათ სულელი ბიჭები. ეს განცხადება პრეზიდენტის მეუღლემ და ჰოლივუდის ვარსკვლავმა ნიუ-იორკში, ჟურნალ GLAMOUR -ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე – „გოგონათა განათლების ძალა“ გააკეთეს.
„არაფერია იმაზე მეტად სექსუალური, ვიდრე ჭკვიანი გოგონა. ჩვენ გვეუბნებიან, რომ უნდა ვიცხოვროთ სანიმუშოდ და შაბლონურად, განსაკუთრებით კი ქალებმა. ახლა კი დადგა დრო, ამ ჩარჩოების დამსხვრევის. ნუ დაელოდებით, რომ ამას მამაკაცები იზავენ. ჩაიხედეთ სარკეში, შეხედეთ საკუთარ თავს და უთხარით – მე ვარ სექსუალური, მიმზიდველი, ჭკვიანი. მე ვარ გამბედავი, ძლიერი და მე მაქვს ხმა. მე სასიამოვნოდ გამოვიყურები ამ ჯინსებში. მერე რა, თუ არ მაქვს გრძელი თმა და ჩემი ვარცხნილობა მოკლეა, სამაგიეროდ მე გოგონა ვარ და მე ვარ სასურველი და ცხელი“,- აღნიშნა 40 წლის მსახიობმა.
მსახიობის შეხედულებას ამერიკის პირველი ლედიც დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ქალებმა საკუთარი თავის მეტად დაფასება უნდა ისწავლონ.
„მოდით ჩამოვყალიბდეთ, რომ თქვენ არ გსურთ იმ ბიჭთან ერთად ყოფნა, რომელიც მეტად სულელია იმისთვის, რომ მიხვდეს, თუ რაოდენ ჭკვიანი ახალგაზრდა ქალი ხართ. თქვენ ვერ იქნებით წარმატებული იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც თქვენ ქვემოთ გექაჩებიან“, – განაცხადა ამერიკის პირველმა ლედიმ.
ამას გარდა, მიშელ ობამამ წვეულებაზე დამსწრე ახალგაზრდა გოგონების გასაგონად აღნიშნა, რომ თუ კი ის მათ ასაკში ინერვიულებდა იმაზე, თუ ვის მოსწონდა ან არ მოსწონდა, მაშინ ის ვერც ამერიკის მომავალ პრეზიდენტს გაჰყვებოდა ცოლად და ვერც ქვეყნის პირველი ლედი გახდებოდა ვერასდროს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მსოფლიოს მასშტაბით ქალთა განათლების საკითხზეც. ამერიკის პირველი ლედი აქტიურადაა ჩართული ამერიკელი ახალგაზრდებისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესისა და განათლების დონის ამაღლების პროპაგანდაში. გავრცელებული ინფორმაციით, მიშელ ობამა ამ საკითხზე შეხვედრებს კვლავ გააგრძლებს.
https://www.youtube.com/watch?v=YPfNWQPujuo&feature=youtu.be