მიშა გომიაშვილი: ვერ ვიტან მდაბიო პიდარასტებს და მათ პროპაგანდას…



მსახიობი მიშა გომიაშვილი ვინმე ლაშა ოქრუაშვილს, რომელმაც მას ჰომოფობიაში დასდო ბრალი, სოციალურ ქსელში პასუხობს.

“კვირა +“ მიშა გომიაშვილის მიერ ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“თბილისში, დიდი ხნის წინაც იყვნენ არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანები, მოცეკვავეები, რეჟისორები, არქიტექტორები, მსახიობები… და ასე შემდეგ. ეს ის ხალხია, ვისაც მთელი თბილისი იცნობდა და ამ ხალხის მიმართ არასოდეს არ ყოფილა უარყოფითი დამოკიდებულება. პირიქით, ამ ხალხს პატივსაც სცემდნენ და ძალიანაც აფასებდნენ, როგორც თავიანთი საქმის პროფესიონალებს და როგორც პიროვნებებებს. ისინი არასოდეს გახვევდნენ თავს თავიანთ ორიენტაციას, ეს მათი პირადი საქმე იყო და არავინ არ ერეოდა მათ პირად ცხოვრებაში. ისინი ისე ცხოვრობდნენ, როგორც თვლიდნენ საჭიროდ და არც ქალაქისგან იყო მათ მიმართ აგრესია და გაკიცხვა.

ახლაც ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ მსგავსი ორიენტაციის, ზოგიერ მათგანთან მიწევს პროფესიული ურთიერთობა, თუ უბრალოდ შეხება, დიდ პატივს ვცემ ამ ხალხს, არა იმიტომ, რომ ისინი ჰომოსექსუალები არიან, ან ლესბოსელები, არა, იმიტომ რომ ისინი თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან და ზოგიერთ მათგანთან ვმეგობრობ. ისინი კულტურული და ძალიან განათლებული ადამიანები არიან და მეგობრობაც ძალიან კარგი იციან… და ეს ადამიანებიც ისე ცხოვრობენ, რომ არ გაწუხებენ თავიანთი არატრადიციული ორიენტაციით…. და თქვენ წარმოიდგინეთ, არც რაიმე უფლებებს ითხოვენ… ეს მათ არ სჭირდებათ… თუ გადახედავ მსოფლიო კულტურას, კინოს, მწერლობას, დრამატურგიას, მხატვრობას, ბევრი მათგანი არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენელი იყო. ისინი გენიოსები იყვნენ, მაგრამ მდაბიო პიდარასტებს ვერ ვიტან… და მათ პროპაგანდას….

ზოგიერთმა, სოციალური ქსელის მომხმარებელმა, კომენტარში დამიწერა, რომ მე თურმე პრობლემა აზროვნებაში მაქვს…. და მე, ამ ხნის კაცს, ზომბად გადაქცევის მეშინია… და ჩემი აზროვნების ვიწრო არეალზე მიმითითებს და მამცნობს, რომ თურმე ეს ადამიანები დღეს ცდილობენ მიიღონ ის, რაც მათ ეკუთვნით-თავისუფლება…… რას ეძახით თავისუფლებას?… ასე ძალიან რომ ხართ შეყვარებული ამ ევროპასა და ამერიკაში…. თუ ყოფილხართ ამ თქვენს შეყვარებულ ქვეყნებში, ნახავდით, რომ ამ ადამიანებს აქვთ თავიანთი კლუბები, კაფეები და რესტორნები და ზედ დიდი ასოებით აწერია, რომ ეს არის გეი კლუბი…. და თუ არ გაქვს სურვილი, იქ არ შეხვა,…მორჩა და გათავდა… თუ სადმე გინახავთ კაფეში შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად მჯდომი ოჯახი და მათ გვერდით მაგიდასთან მჯდომი ორი გეი, რომლებიც თავიანთ სასიყვარულო ვნებებს მიცემიან, ზასაობენ?… დარწმუნებული ვარ, რომ ვერ ნახავდით. ვერც საღამოს რესტორანში და კიდევ სხვა ბევრ ადგილზე… და ვერ ნახავდით, იმიტომ რომ მათ აქვთ ამდენი შეგნება… ჩვენთან ყველაფერი გაუკუღმართებულია. რომ ბრძანებთ, უფლება და თავისუფლებაო!!!… სად არის მაშინ ჩვენი უფლებები და თავისუფლება?… რა? უვარდებით მათ სახლებში და მათ შეკრების ადგილებში და ვარბევთ?… ასეთი სიცხოველის წინააღმდეგი მეც ვარ, მაგრამ როდესაც დღისით, მზისით ქალაქის ცენტრში, სკოლასთან დგას ორი ახალგაზრდა შეღებილი ყმაწვილი და ზასაობს….. ამას რა დავარქვა? თავისუფლება? ეს რა საქციელია? რას ნიშნავს ეს? გინდა ჰომოფობი დამიძახეთ და გინდა რასისტი,….მთელი ქალაქი ათასი რჯულის ხალხით გაივსო და ქალაქის ცენტრში ბორდელები გაგვიხსნეს… და ისე იქცევიან, რომ სტუმარი მგონია ჩემს ქალაქში თავი. ეს ალბათ არ გაწუხებთ… ესეც თავისუფლებაა? ჰომოფობიაში რომ მდებთ ბრალს, ჯერ გაერკვიეთ ამ სიტყვის მნიშვნელობაში, მერე, თუ თქვენ ვერ ძალგიძთ ამოიკითხოთ აზრი ჩემი წერილიდან, სთხოვეთ ვინმეს, რომ აგიხსნათ, თუ რა წერია ჩემს წერილში და მერე გამომიტანეთ განაჩენი, თუ რა საკადრის პასუხს გამცემს ისტორია და რა ადგილს მომიჩენს… ერთ რამეში ვარ მხოლოდ დარწმუნებული, რა ადგილიც არ უნდა მომიჩინოს ისტორიამ, თქვენ ნამდვილად იქ, ჩემს გვერდით ვერ მოხვდებით….

P.S. უპრიანი ხომ არ იქნებოდა, თქვენს აზროვნებაში ეძიოთ პრობლემა?“- წერს მიშა გომიაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები