“მიყვარხარ ღმერთამდე!” – ლუკა კურტანიძის ემოციური წერილი მეუღლეს

მსოფ­ლი­ო­სა და ევ­რო­პის მრა­ვალ­გზის ჩემ­პი­ო­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით ჭი­და­ო­ბა­ში, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან” ლუკა კურ­ტა­ნი­ძე მეუღლეს, ხათუნა მიქაცაძეს ემოციურ წერილს უძღვნის.

“მადლობა უფალს რომ ეს ადამიანი არის ამ ქვეყანაზე და მადლობა უფალს რომ მიწყალობა და მიკურთხა მასთან უსასრულო და მარადიული სიყვარული. .. მაგრამ ახლა კი მეორე ზამთრია რაც განსაცდელმა ცივი სიმარტოვე შემოიტანა ჩვენს სულს და გულში ! აირია ერთიმეორეში დარდი ,სინანული,და ცრემლი ! ამ გაუსაძლის დროში კი რამდენჯერ მტირალს სიჩუმეში ცრემლით ჩაძინებია და სიზმრად ბედნიერი წამით გამიხარია ….ამ დროის გადასახედიდან აუტანელია ტკივილი რომელიც გახსენებს ყოველ ბედნიერ დღეებს და დაჭრილ სულში უფრო მეტად გტკივა ყოველი ის ბედნიერი წამი. … ! ჩემს სულში ვიძახი ვის.მოუყარო მუხლი? ვის შევთხოვო ეს სათხოვარი თუ ტკივილი ?!ვის შევბედო და ვის გაუზიარო ეს სულის წუხილი?! ღმერთს თუ სიყვარულს?! ყოველ წმინდანს თუ სიყვარულს? ! ეს ხომ ერთია?! ხოდა თვალცრემლიანი მუხლმოყრილი გთხოვ ღმერთო მაღალო მიცოცხლე და მიხარე ის ამ ქვეყანაზე სადაც არ უნდა იყოს შორს თუ ახლოს…
მიმყოფე ის ბედნიერი და თუნდაც შორიდან მანახე მისი სიხარულით სავსე სიცოცხლე! მე მეტი არაფერი მინდა მისგან!…. ნუ გამკიცხავთ და სისუსტედ ნუ ჩამითვლით ამ წერილს უბრალოდ თვალცრემლიანი გეტყვით არაფერია მისი სადარი ამ ქვეყანაზე არც თანამდებობა არც რაღაც სიმაღლე არც ქონება და არცერთი მსოფლიო ტიტული …ეს ყველაფერი სიცარიელეა თუ სულში ტირიხარ და ამასთანავე ის ბედნიერება დაკარგე რისთვისაც ღირდა ამ ქვეყანაზე ცხოვრება! დიახ ასე უნდა გიყვარდეთ ! ღმერთამდე შეიყვარეთ სიყვარული და სიცოცხლით გაუფრთხილდით მას! და ბოლოს იმედით ალბათ უფრო მეტად მუდარით ვამბობ ამ სიტყვებს … ეგებ გაზაფხულდეს? ! … ეგებ ოდესმე დათბეს?! და ეგებც იხაროს უფალმა ამ სიყვარულით?!. .. მაპატიეთ ყველაფერი წარმავალია …. მაგრამ იქ მიმავალიც ბოლო სიტყვას ვეტყვი მას …. თუნდაც ის შორს იყოს…. მიყვარხარ ღმერთამდე!” – წერს კურტანიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები