“კვირა” გთავაზობთ ამონარიდებს ბრაზილიელი მწერლის პაულო კოელიოს რომანიდან “ზაჰირი”. “ზაჰირი” მსგავსად “ალქიმიკოსისა” პილიგრიმობის თემას ეხება, თუმცა, ჩვენს დროში.
რომანში გავრცობილია სიყვარული, დანაკარგები და აკვიატებული აზრები.
- თავისუფალი! თავისუფალი იმისთვის, რომ საშინლად მარტო ვიყო.
- წესით, ყველა მონაწილე უნდა იყოს იმ კაცის მწუხარებისა, ვისი სულიდანაც სიყვარული სისხლად იღვრება, მაგრამ ვითომც არაფერი, ისევ იღიმებიან, ისევ ჩაძირულები არიან თავიანთ პაწაწინა, უბადრუკ ცხოვრებაში, სადაც მხოლოდ კვირის ბოლო დღეებში ახერხებენ არსებობას.
- ტაძარი მე ვარ! და არა მარტო მე! ყველა ჩვენგანი ტაძარია. ვიზრდებით, ვიცვლით ფორმას, პირისპირ ვეჩეხებით საკუთარ სისუსტეებს, რომლებსაც აუცილებლად ვიღაც შევისწორებს, გვიჭირს საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, წინ მივდივართ და თავაწეულები ვცდილობთ არ შევცდეთ.
- როცა ხალხი გაქებს, საკუთარ მოქმედებებს მეტი ანგარიში უნდა გაუწიო.
- დააფასე შენი დრო ამ პატარა დედამიწაზე. გაიხსენე, ღმერთი ხომ ყოველთვის გაპატიებდა ხოლმე. ჰოდა, შენც აპატიე.
- მწერლობა ყველაზე მარტოსული პროფესიაა.
- მიყვარხარ, გუშინდელზე მეტად და ხვალინდელზე ნაკლებად…
- ნიჭისა და შთაგონების წყარო ხომ სიყვარულია, რომელიც ბოლომდე გაგწმენდს და გაგათავისუფლებს.
- …უბრალოდ, სხვა ქმრებივით, შენს ცხოვრებაშიც დადგა დრო, როცა ცოლი უძრავ-მოძრავი ქონებისა და საოჯახო ნივთების ნაწილად აქციე.
- როცა ადამიანები პრობლემას პირისპირ ეჯახებიან, მხოლოდ მაშინ ხვდებიან, რომ იმაზე კარგად შეუძლიათ მისი გადაწყვეტა, ვიდრე მანამდე ფიქრობდნენ.
- ნებისმიერი ენერგია და სიბრძნე იმ ქვეცნობიერი წყაროდან მოდის, რომელსაც ჩვენ ღმერთს ვუწოდებთ. ერთადერთი, რასაც ჩემი არეული გზის დასაწყისში მივხვდი, ამ ენერგიის პატივისცემა იყო, ყოველდღე მასთან შერწყმა, „ნიშნების“ მიდევნება და ცოდნა, რომელსაც უშუალოდ საქმის კეთების დროს იძენ და არა მაშინ, როცა გასაკეთებელზე ფიქრობ.
- საკუთარ სატანჯველთან არავინ რჩება მარტო – ყოველთვის არსებობს ვიღაც, ვინც მასზე მეტად ფიქრობს, უხარია ან, სულაც, განიცდის. სწორედ ეს გვაძლევს ძალას, წინ აღვუდგეთ ნებისმიერ თავსდატეხილ უსიამოვნებას.
- ტკივილის გაქრობის ერთადერთი საშუალება სიყვარულზე უარის თქმაა.
- ადამიანურ ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი საუბარია. ამ ხალხმა არც საუბარი იცის და არც მოსმენა. დადიან თეატრსა და კინოში, უყურებენ ტელევიზორს, უსმენენ რადიოს, კითხულობენ წიგნებს, მაგრამ არ საუბრობენ. თუ სამყაროს შეცვლა გვინდა, იმ ეპოქაში მოგვიწევს დაბრუნება, სადაც კოცონის გარშემო შეკრებილებს ისტორიების მოყოლა შეეძლოთ.
- ყოველთვის უნდა იცოდე, როდის ჩაიქნიო ხელი; როდის დაასრულო რაღაც პერიოდი; როდის მოხურო კარი… თუმცა მნიშვნელობა არ აქვს, რას დაარქმევ „დასასრულს“. მთავარია, ერთ მშვენიერ დღეს ცხოვრების უკვე დამთავრებული ეპიზოდები წარსულში დატოვო.
- არ შეიძლება, ძალით მოიპოვო ის, რისი დროც ჯერ არ დამდგარა.
- მშფოთვარე დღეების ბოლოს, ქუჩებში ხეტიალზე უკეთესი არაფერია ამქვეყნად… თანაც როცა არავისთვის არაფერი გაქვს სათქმელი თუ ასახსნელი. მიდი! იხეტიალე ძველი, თვალებზე ჩამოფხატული ქუდით და დატკბი ბუნების მშვენიერებით.
- მარტოობაზე უფრო აუტანელი ის არის როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელსაც რატომრაც ჰგონია, რომ შენთვის აღარაფერს ნიშნავს.
- ვითანაც დღეს ვართ, იმ ადამიანთან ყოფნა ნამდვილად გვინდა თუ მხოლოდ იმიტომ ვუნაწილებთ საკუთარ ცხოვრებას, რომ წესები გვაიძულებს.