მიუსაფარი მოხუცი ყინვაში სიკვდილს გადაურჩა – ვინ არის საკრებულოს დეპუტატი, რომელმაც უმწეო მოხუცს უპატრონა (ფოტო, ვიდეო)

იანვრის სუსხიან ამინდებში, თბილისის ქუჩაში, ღია ფაცხაში, გაუსაძლის და არაადამიანურ პირობებში მოხუცი ოლეგ ლოსევი ცხოვრობდა. უმწეო და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მამაკაცი, სიცივისგან და შიმშილისგან სიკვდილს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიდუბის რაიონის (დიღმის მასივი) მაჟორიტარმა დეპუტატმა თარაშ შურღაიამ იხსნა. დეპუტატმა ,,სოლიდარობის სახლის” თავშესაფარს მისთვის საცხოვრისის გამოყოფა სთხოვა. მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფარი კერძოა, დეპუტატის თხოვნით მეპატრონემ კეთილი ნება გამოხატა და მოხუცი  მიიღო.
თარაშ შურღაიას დახმარებით ოლეგ ლოსევს ახალი თბილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელები, საწოლი და პირადი ნივთები შეუძინეს. თარაშ შურღაიამ მოხუცის ზრუნვაზე პასუხისმგებლობა ფაქტობრივად თავის თავზე აიღო, ის მიუსაფარს მობილური ტელეფონის ყიდვას დაჰპირდა, რომ მასთან მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდეს. დეპუტატის მიმართ მადლიერება გამოხატა უსახლკარო მოხუცმაც და გამოჩენილი სიკეთისთვის მადლობა გადაუხადა.
„ვინც არ ყოფილა საქართველოში, მათ არ იციან, როგორი კეთილია ქართველი ხალხი. ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის“, – აღნიშნა ოლეგ ლოსევმა დეპუტატთან საუბრისას.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

11140068_1740029436226764_1634274532447523871_n 12549072_1740029352893439_8296321324216424197_n 12552548_1740029112893463_6497509310587434638_n 10151389_1740029052893469_5025917645369243072_n 12512796_1740028942893480_8972011395950605258_n 12573147_1740028846226823_6661980594381287788_n

კომენტარები

სხვა სიახლეები