„მის უკრაინა-2013“ იტალიელ მილიონერ ქმარს აშშ-ში გაექცა

„მის-უკრაინა 2013“ ანა ზაიაჩკოვსკაია იტალიელ მილიონერ ქმარს გაექცა და აშშ-ში, სხვა მამაკაცთან გაემგზავრა. ამის შესახებ გამოცემა 1news.az იუწყება.
დაახლოებით ორი თვის წინ ახალგაზრდა ქალმა მეუღლეს უთხრა, რომ სასეირნოდ მიდის. ის იტალიაში საკუთარი სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ანას მეუღლემ ჯანლუკა ჩერვავამ პოლიციას მიმართა და ქალის დაკარგვის შესახებ განაცხადა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ანა აშშ-ში იმყოფება. მან ინსტაგრამში ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზეც სხვა მამაკაცთან ერთად არის გადაღებული.
ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანა ზაიაჩკოვსკაიამ იტალიელი ქმრისგან წასვლამდე მისი სახლიდან მობილური ტელეფონი, საბუთები და 6 ათასი ევრო წაიღო.
14349050_10206800173434536_1373163462_n 14331597_10206800173394535_1046673249_n

კომენტარები

სხვა სიახლეები