“მის საქართველო 2017” ნია წივწივაძე საზოგადოებას მადლობას უხდის.
“ყველას ძალიან დიდი მადლობა მოლოცვისთვის და თბილი სიტყვებისთვის. ეხლაც არ ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი ემოცია და მადლიერება ყველას მიმართ, მადლობა ჩემს გოგოებს რომლებთან ერთადაც გავატარე ეს სამი თვე და არც ერთი დღე თავი ერთმანეთის კონკურენტებად არ გვიგრძვნია მადლობა იმიჯ-ცენტრის თითოეულ წევრს ამდენი ხნის მანძილზე ყველანაირად რომ გვეხმარებოდნენ, ჟიურის წევრებს, რომ მომცეს საშუალება ეს დღე საუკეთესო ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში და რა თქმა უნდა ქალბატონ ია კიწმარიშვილს, თქვენი გვერდში დგომა არც ერთ მონაწილეს არ დაგვავიწყდება არასოდეს, ვეცდები ყველას ნდობა და იმედები გავამართლო და ღირსეულად წარვადგინო ჩემი ქვეყანა. ამისთვის წინ დიდი დრო მაქვს მოსამზადებლად”. – წერს მოდელი სოციალურ ქსელში.
სხვა სიახლეები