„მის საქართველო-2015“ ნუკა ყარალაშვილი გახდა (ფოტოკოლაჟი)

სილამაზის კონკურს „მის საქართველო-2015“-ის გამარჯვებული 24 წლის ნუკა ყარალაშვილი გახდა. 179 სანტიმეტრის სიმაღლის გოგონა თბილისიდანაა. „იმიჯ-ცენტრის“ მოდელი ნუკა ყარალაშვილი მოდის სფეროში16 წლიდანაა ჩართული, როგორც თავად ამბობს, მოდელისთვის აუცილებელი კომუნიკაბელურობა და ბუნებრივობაა. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი.

„ოცნებით საერთოდ არ ვოცნებობდი მოდელობაზე, მრავალი რამ მინდოდა გარდა მოდელობისა. სერიოზულად ხელი 15-16 წლის ასაკში მოვკიდე,როცა ელიტ მოდელ ლუქზე გამოვედი, სწორედ აქედან დაიწყო ჩემი კარიერა.ძალიან ბევრი ქართველი დიზაინერი მომწონს, გამოვყოფდი ავთანდილს,თამუნა ინგოროყვას და გიორგი შაგაშვილს, და ასევე ატელიე კიკალას,რომელიც წელს პირველად იკო კვირეულზე. ასევე anouki bicholla. უცხოელებიდან კი თანამშრომლობას ივ სევ ლორენთან და ქლოესთან ვისურვებდი.მოდელისთვის მნიშვნელოვანია იყოს ფორმაში და იყოს კომუნიკაბელური, დამწყებ მოდელებსაც იგივეს ვურჩევდი იყვნენ ბუნებრივები”, – აცხადებს ნუკა ყარალაშვილი.

ცნობილია, რომ ის მილანში სააგანტო THE ONE MODELS-სთან თანამშრომლობდა. მონაწილეობდა რომის მოდის კვირეულზე, ასევე დონა კარას  „ქლოეს“ და „ჯასთ კავალის“ შოურუმებზე.

„მის საქართველო 2015“-ის ტიტულის მფლობელი ნუკა ყარალაშვილი საქართველოს სილამაზის საერთაშორისო კონკურსებზე – „მის მსოფლიო“, „მის სამყარო“ და „მის ინტერკონტინენტალზე“ წარადგენს. კონკურსის ტოპ ხუთეული ასევე გაემგზავრება მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო სილამაზის კონკურსებზე.

სილამაზის კონკურსის ფინალი დღეს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ჩატარდა. “მის საქართველოს″ სამოდელო სააგენტო „იმიჯ ცენტრი“ 1996 წლიდან ატარებს. გასულ წელს ქვეყნის ყველაზე ლამაზ გოგონად ანა ზუბაშვილი დასახელდა.

12208124_1065710996795734_479803103_n 12066019_10206562482679283_3247170227902940933_n 12115621_10206562643963315_598769079550611343_n 12187657_10206562699204696_6948847842762687259_n 12188803_1065710986795735_271472286_n 12189869_10206562601522254_3746319467763395103_n 12191602_10206562481279248_8330142603005477154_n 12191825_10206562645483353_6298898915092333453_n 12200511_1065710990129068_771970746_n 12207750_1065710993462401_1223495745_n

კომენტარები

სხვა სიახლეები