„მის სამყარო 2019“–ის გამარჯვებული სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელი, 26 წლის ზოზიბინი ტუნცი გახდა.
იგი სამხრეთ აფრიკის ისტორიაში, აღნიშნული კონკურსის მესამე გამარჯვებულია.
დაჯილდოების ცერემონია აშშ-ში, ატლანტაში გაიმართა. „მის სამყაროს“ ტიტულისთვის 90 ლამაზმანი იბრძოდა.