„მის რუსეთი 2016“ 18 წლის იანა დობროვოლსკაია გახდა (ვიდეო)

სილამაზის კონკურსის გამარჯვებული, „მის რუსეთი 2016“ ტიუმენელი 18 წლის იანა დობროვოლსკაია გახდა. გოგონამ გვირგვინი ბრილიანტებით, 3 მილიონი რუბლი და ავტომობილი მიიღო. აღსანიშნავია, რომ იანა მოგებული თანხის გაჭირვებული ბავშვებისთვის გადაცემას გეგმავს. რუსული მედიის ცნობით, საერთო ჯამში, კონკურსში ქვეყნის 50 ლამაზმანი მონაწილეობდა. ფინალური ტურის თემა კოსმოსი იყო და, შესაბამისად, ზოდიაქოს ნიშნების რაოდენობის მიხედვით, ფინალში 12 მონაწილე გადავიდა. კონკურსის გამარჯვებული 18 წლის იანა რუსეთს „მის სამყაროზე“ წარადგენს.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=Lc7A7VICnRI[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები