„მის პლანეტა-2015“ ქართველი მოდელი თიკო ბაბლუანი გახდა (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 26 ლამაზმანს შორის „მის პლანეტა-2015“-ის გამარჯვებული ქართველი გოგონა თიკო ბაბლუანი გახდა. სილამაზის საერთაშორისო კონკურსი წელს პირველად საქართველოში ჩატარდა და ის ქართველი კონკურსანტისთვის იღბლიანი აღმოჩნდა. 18 წლის მოდელი წარმოშობით თეთრიწყაროდანაა. ამბობს, რომ პლანეტის ყველაზე საუკეთესო მისად აღიარებას არ მოელოდა.
„ვამბობდი, რომ მე უნდა ვასახელო საქართველო და ეს შევასრულე. საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო და მართლა მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის. უფრო სხვებზე ვეჭვობდი და სხვები იყვნენ ჩემი ფავორიტები“, – აცხადებს თიკო ბაბლუანი.
კონკურსის მონაწილე გოგონები მაყურებლის წინაში სამი ლუქით წარსდგნენ: ნაციონალური სამოსი, საცურაო კოსტიუმი და საღამოს კაბა. ჟიურიმ, რომელიც ქართველი და უცხოელი წევრებით იყო დაკომპლექტებული, საუკეთესოდ სწორედ ქართველი გოგონა აირჩია. მეორე ადგილზე შვედეთის წარმომადგენელი გავიდა, მესამეზე საპრიზო ადგილზე კი ლიტველი გოგონა.
სილამაზის საერთაშორისო კონკურსი „მის პლანეტა-2015“-ის ფინალი 12 სექტემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი  სამოდელო სააგენტო „კატრინია“. ქართველი მის პლანეტა სწორედ ამ სააგენტოს მოდელია.

 

https://www.youtube.com/watch?v=kv22p2mJcrY&feature=youtu.be

 

10405418_808557559265611_6024420426399923402_n 11046684_808554289265938_1087129119223095092_n 11138108_824568847664482_2111208609741211948_n 11145050_797009563750193_2610508496205586856_n 11218474_818827138238653_3258197111712647232_n 11745858_811515098969857_1552206123723345907_n 11755734_808574932597207_6939632360464322863_n 11760047_812476565540377_1131001370850822081_n 11811416_811515025636531_3789271684137311925_n 11960158_797009530416863_4024200005375298265_n 11990547_879338525448983_7044771142792629151_n 12002983_797009573750192_7566103085516175576_n 12003003_879338782115624_4806839779668038426_n 12009651_879337992115703_7649648317962652602_n 12009831_880637261985776_7809101513922700325_n 12018505_766878370101356_2100130491_o-735x400 2015072515055760160

კომენტარები

სხვა სიახლეები