„მისი საქციელით ყველაფერი ნათქვამია“- დონალდ ტრამპს კიდევ ერთხელ აკრიტიკებენ (ფოტო)

დონალდ ტრამპი კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ გახდა, მის მიმართ გამოთქმული კრიტიკა გამოიწვია არა რასისტულმა განცხადებებმა, არამედ იმ ფაქტმა, რომ პრეზიდენტმა საკუთარი ცოლ-შვილი „წვიმაში დატოვა“. ინფორმაციას ონლაინ ჟურნალი „glamour.com“ ავრცელებს.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო და ფოტო-მასალა, სადაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გოლფის ქოლგით თვითმფრინავში ადის, უკან კი მისი მეუღლე და 13 წლის ბიჭი მიჰყვება, რომლებიც წვიმისგან სველდებიან, მომხდარი ფაქტი ინტერნეტ-სივრცეში სწრაფად გავრცელდა. ხალხის უმრავლესობა ტრამპის საქციელს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ „მისი საქციელით ყველაფერი ნათქვამია“ : „ტრამპი ქოლგას ატარებს, რათა საკუთარი თმა არ დაუსველდეს“.
მომხდარი ფაქტი, ტრამპის „არაჩვეულებრივი“ საქციელებიდან, პირველი არ არის. სექტემბერში, ერთ-ერთ გამოსვლაზე დონალდ ტრამპს დაავიწყდა, რომ მის გვერდით მელანია იდგა და არანაირ ყურადღებას არ აქცევდა, არც ესაუბრებოდა. ინფორმაციას „„glamour.com“ ავრცელებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები