“მისი განკურნება შეუძლებელია, ვეღარასდროს იქნება კარგად…” – ნინო დარასელი ვახტანგ რჩეულიშვილის მდგომარეობაზე

“ცენტრ-პოინტის” დამფუძნებელი ვახტანგ რჩეულიშვილი რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში მოათავსეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. რჩეულიშვილს ბიოფსიის შედეგად სიმსივნე დაუდგინდა.
გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან, სადაც ნინო დარასელი ბიძის, ვახტანგ რჩეულიშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრობს. დარასელმა მის ოჯახში განვითარებულ პროცესებზე, დედისა და დეიდის პატიმრობაზე, შვილებზე, ვახტან რჩეულიშვილის ავადმყოფობაზე და “ცენტრ-პოინტის” საქმისადმი მის დამოკიდებულებაზე პირველად ისაუბრა AMBEBI.GE-სთან და PALITRAVIDEO.GE-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
“ვახოს მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მისი განკურნება შეუძლებელია, ექიმებმა გვითხრეს რომ ძალიან გვიანაა, მეტასტაზები მთელს სხეულშია წასული. ვახო ვეღარასდროს იქნება კარგად. მეკითხებიან ამ მდგომარეობამდე როგორ მივიდა რატომ არ მიხედა თავსო, საკუთარი თავისთვის აღარ ეცალა, ამ ამბებს გადაყვა მაია და გუკა რაც დაიჭირეს, ხან ერთთან იყო, ხან მეორესთან და წაიქცა ბოლოს, ვეღარ გაუძლო.
ხმაურის შემომტანი ვახოა ჩვენს ოჯახში. სულ ვკამათობდით, დაზარალებულები ვერ ეჩხუბებიან ისე ვახოს, როგორც მე, ხომ მებრძოლია, მაგრამ ერთადერთი ვახოს ვერეოდი. ორ წუთში წყენა არ ახსოვს და ისევ გეფერება, მე აღარ ველაპარკებოდი და ის მაინც მიყვებოდა, მეფერებოდა. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა გულისტკენისთვის, სულ ვაკრიტიკებდი, სულ რაღაცას ვუსწორებდი, ის მაინც დამირეკავდა და მკითხავდა – ნინ, ჩამოვიდე ბავშთან? ბაბუა ის არის ჩემი შვილებისთვის. ძალიან მადლობელი ვარ ჩემი შვილის ზაზუკასი, აღმოვაჩინე რომ ერთ დღესაც ჩემზე დიდი გახდა, ყველაფერს მას ვეკითხები, მას არასდროს უღალატია ჩვენი ოჯახისთვის, არასდროს გაუკრიტიკებია ის ჩემგან განსხვავებით.
უღალატო ადამიანია ვახო, შევარდნაძემ როცა “მოქალაქეთა კავშირი” ამოიყენა მხარში და არა მისი პარტია, მაინც ის იდგა სულ მის გვერდით. აალებული მანქანიდანაც მან გადმოიყვანა ედუარდ შევარდნაძე და ვარდების რევოლუციის დროსაც ის ედგა ბოლოს გვერდით. სულით მებრძოლია. ვერ წარმოგიდგენიათ ისე მენანება, არ უნდა იყოს ის ახლა ასე. გული მტკივა. ხან არის გონზე ხან არა, მისი საყვარელი ადამიანები კი მის გვერდით არ არიან. საავდმყოფოში მას გარდა პროფესიონალი ექიმებისა თავზე გუკას კლასელი, ძალიან მაგარი ადამიანი ჯაბა ადგას, რომელიც უვლის ასეთ მძიმე ავადმყოფს. ეს კეთილი ადამიანები არიან რომ მატანინებენ ყველაფერს და თავს მარტო არ ვგრძნობთ, თურმე რამდენი და-ძმა მყოლია…” – ამბობს ნინო დარასელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები