დიდი ბრიტანეთის ციფრული ტექნოლოგიების, კულტურის, სპორტის მინისტრი მეტ ჰენკი პირველი ბრიტანელი პარლამენტარი გახდა, რომელმაც საკუთარი თავის შესახებ მობილური აპლიკაცია შექმნა. აპლიკაციის, სახელწოდებით „დეპუტატი მეტ ჰენკოკის“ მეშვეობით, შეიძლება მისი შეტყობინებების ნახვა, მისთვის კითხვების დასმა, თხოვნით მიმართვა და სხვა მომხმარებლებთან ურთიერთობა.
აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ, სმარტფონების მეპატრონეებს თავად მინისტრი ვიდეომიმართვით ესალმება: „ გამარჯობა, მე მეტ ჰენკოკი ვარ, კეთილი იყოს თქვენი შემოსვლა ჩემს აპლიკაციაში. ეს მოგცემთ საშუალებას, გაიგოთ თუ რას ვაკეთებ მე, როგორც პარლამენტარი დასავლეთ საფოლკიდან და კულტურის მინისტრი. რაც მთავარია, ეს გაძლევთ თქვენ შანსს, რომ მითხრათ, რას ფიქრობთ და სხვებთან ერთად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილოთ.“
ამ საინტერესო აპლიკაციის მეშვეობით, ასევე, შეიძლება ჰენკოკის სტატიებს გაეცნოთ, მოუსმინოთ მის საჯარო გამოსვლებს და დაათვალიეროთ ფოტოები.
ჰენკოკი მინისტრი 8 იანვარს გახდა და ამ პოსტზე კარენ ბრედლი შეცვალა, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიის საკითხებში მინისტრად დაინიშნა.
სხვა სიახლეები