“მინდა, ვუთხრა მოკლეენიანებსა და გრძელენიანებს, ახლა არ არის ქილიკის დრო, ერთად უნდა გადავრჩეთ” – ლევან რატიანის პასუხი კრიტიკაზე (ვიდეო)
თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი საზოგადოებას მოუწოდებს, კრიტიკისგან თავი შეიკავოს და ერთობლივი ძალებით შეეცადოს ქვეყანა კორონავირუსისგან თავის დაღწევას. ამის შესახებ რატიანმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:
“მინდა, ვისაუბრო აჟიოტაჟზე, რომელიც ჩვენს სახელმწიფო გაიდლაინზეა ატეხილი. იცით, რომ რაც ვირუსი გაჩნდა, სამყარო შეიცვალა, ეს გახდა, სამწუხაროდ, გლობალური პრობლემა, რომელსაც კაცობრიობა აუცილებლად უნდა გაუმკლავდეს. უამრავი ინფორმაცია იწერება დღეს ამასთან დაკავშირებით. მინდა, ვუთხრა ყველას, ბატონებსა და ქალბატონებს, ერსა და ბერს, მოკლეენიანებს და გრძელენიანებს – ახლა დგება მომენტი, რომ ერთად უნდა გადავრჩეთ, არ არის არავითარ შემთხვევაში ქილიკის დრო იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, ისეთ გარემოში ვცხოვრობს, ორივე მხარზე გვაზის უხილავი მტერი”, – განაცხადა ლევან რატიანმა.