„მიმდინარე კვირა ურთულესი იქნება“ – მიხეილ ცაგარელის კვირის ასტროლოგიური პროგნოზი (ვიდეო)

კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე (13–19 აპრილი) ქართველმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ტრადიციულად „იმედის დილაში“ ისაუბრა. ცაგარელის თქმით, იწყება ყველაზე რთული კვირა, რაც აღნიშნული თვის მთავარი მოვლენაა.

„რასაც ამბობდნენ ექიმები და ასტროლოგები, ჩვენ გველოდება გამძაფრება, ეგრეთწოდებული მესამე ტალღა და პიკი. იყო ლაპარაკი სწორედ აპრილის მეორე ნახევარზე, ეს მეორე ნახევარი იწყება დღეიდან ანუ 13–დან, მაქსიმუმ 25 რიცხვამდე, სირაქლემის როლს ვერ ვითამაშებ, ყველას ვთხოვ, პანდემიის გაძლიერების ტენდენცია მსოფლიოში მატულობს და ჩვენთანაც, მაისიდან დაიწყებს კლებას, ამიტომ მაისიდან ამოვისუნთქებთ. იქ სერიოზული პროცესები იწყება, დადებითი და რაღაც რეგულაციები მოიხსნება, მაგრამ იქამდე კიდევ ერთი კოსმიური გამოცდა გვაქვს, დაახლოებით 10–დღიანი მონაკვეთი. 23–ში დასრულდება ახალმთვარეობაზე და შემდეგ ნელ–ნელა დაიწყებს კლებას“, – განაცხადა ასტროლოგმა.

მისი თქმით, პიკის პერიოდში არ უნდა იქნეს ყურადღება მოდუნებული. მისი თქმით, 10 დღის განმავლობაში დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის. მისივე განცხადებით, მიმდინარე კვირა აპრილის თვეში, ყველაზე აგრესიული კვირაა.

„ბევრს მობეზრდა უკვე სახლში ყოფნა, აღარ იციან რა გააკეთონ, ამიტომ ვთხოვ, ოპტიმიზმი და კეთილშობილება, სიყვარული წამოწიონ წინა პლანზე, კორონას რომ ავცდეთ, საჭიროა მეტი დადებითი გამოვამჟღავნოთ“, – დასძენს ასტროლოგი.

მისი თქმით, მიმდინარე კვირას ორი დღე განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს.

ოთხშაბათი და ხუთშაბათი – მისი თქმით, მოტყუების ტენდენცია მატულობს:

„არ დაუჯეროთ არაფერს, ნებისმიერი ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ. კვირა დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი კოსმიური მოვლენა, მზე ტოვებს ვერძის ზოდიაქოს ნიშანს და გადადის კუროს ზოდიაქოს ნიშანში, ეს კარგია, რადგან კურო ერთ–ერთი ყველაზე მშვიდი და სტაბილური ნიშანია“, – განმარტა ცაგარელმა.

მისი თქმით, სწორედ ამ მომენტიდან ჩაირთვება სტაბილური ზონა. განწყობაც, ჯანმრთელობაც უფრო მდგრადი გახდება და კორონავირუსის პროცესებიც დაიწყებს დასტაბილურობას.

კომენტარები

სხვა სიახლეები