ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 17 აპრილის პროგნოზზე “ფორტუნასთან” საუბრობს და ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს რჩევებს აძლევს:
“დღევანდელი დღე ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული მთვარის მიმართ, რაც შესაძლოა ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნეგატიური დღეა ყველანაირი მგზავრობისთვის. კარგი დღეა სამეცნიერო კვლევებისთვის, სამშენებლო-სამღებრო სამუშაოებისთვის.
ჯანმრთელობა – სუსტება ნერვული სისტემა, მხედველობა, ფეხის კუნთების ზონა.
დღის ფერები და მინერალები – ნეონისფერები, წითელი, ყვითელი, ვარდისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, ფირუზი და ციტრინი, აღნიშნული ქვები თქვენდამი დადებით ენერგიებს მოიზიდავს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსნებისთვის და მერწყულებისთვის, დაძაბულია დღე კუროსა და მორიელებისთვის”, – აღნიშნავს ასტროლოგი.