„თუ თქვენ აირჩევთ ელენე ხოშტარიას, მაშინ მე აღარ დავლევ ყავას ჩაყუნცული“, – ამ სიტყვებით მიმართავს თბილისის პრესტიჟული უბნის ამომრჩეველს უცნობი პირი, რომელმაც თავად ინკოგნიტოდ დარჩენა გადაწყვიტა და მიმართვის ტექსტი ვაკელებს ხეზე დაუტოვა.
ამ შინაარსის მიმართვა და ფოტო სოციალურ ქსელში თავად ელენე ხოშტარიამ გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ელენე ხოშტარია „ნაციონალური მოძრაობის“ სიით ვაკის რაიონში კენჭს იყრის.