“მილიონობით ადამიანი ადამიანობას დაკარგავს გადარჩენისთვის ბრძოლაში…” – ვანგასა და ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებები 2022 წლისთვის
ყველა ადამიანი ფიქრობს, როგორი იქნება შემდეგი წელი, რა ცვლილებებს მოგვიტანს და რასთან უნდა ვიყოთ ფრთხილად. იქნება იმაზე უარესი მდომარეობა, რაც ახლაა? ვანგასა და ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება ხშირად ბევრი მიმართულებით მართლდება. ვნახოთ, რას ამბობენ 2022 წლისთვის:
ნოსტრადამუსი
ფრანგმა წინასწარმეტყველმა 2022 წელს ბუნებიდან მომდინარე საფრთხეები, კატაკლიზმების სახით დაინახა, ხოლო ადამიანებს შორის ომსა და კონფლიქტებს პროგნოზირებს.
ნათელმხილველმა ჩრდილოეთ ამერიკაში ძლიერი მიწისძვრა იწინასწარმეტყველა, რომლის შედეგებიც მთელ კონტინენტზე მოახდენს გავლენას და ადამიანები ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდებიან.
ნოსტრადამუსის თქმით, კაცობრიობას პოზიტიური ცვლილებებიც ელის. განვითარდება სუპერტექნოლოგიები და ადამიანებისათვის
ეს “მაშველი რგოლი“ იქნება. ასევე, ნოსტრადამუსმა ახალგაზრდობის გასახანგრძლივებელი ელექსირის შექმნაც იწინასწარმეტყველა, თუმცა, მისი თქმით, მომავალ წელს ის ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება. მაგრამ, დროსთან ერთად, ის მასობრივად გავრცელდება.
ვანგა
უსინათლო წინასწარმეტყველი ბულგარეთიდან ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებას ეხმიანება და მსოფლიოში საბედისწერო, ზოგჯერ დამანგრეველ მოვლენებს წინასწარმეტყველებს. თუმცა, მისივე თქმით, შეიძლება პოზიტიური ცვლილებებიც განხორციელდეს და 2022 წელს კაცობრიობა განითარების ახალ საფეხურზე გადავიდეს.
ვანგა ამბობს, რომ მსოფლიოს გამოცდა ელის. მესამე მსოფლიო ომის საფრთხე, ბუნების რისხვა, რასაც მოჰყვება ცუნამი, მიწისძვრა და სხვა საშინელებები, თითქოს უკვე კლიშედ გადაიქცა.
მაგრამ, ვანგას 2022 წლის წინასწარმეტყველების მიხედვით, ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლებ მოხდეს, ეს ადამიანების მორალურ ხასიათსა და ქცევას ეხება. დაიწყება ომები პრივილეგიებისთვის, იქნება ძარცვა. მოგებისა და
გამდიდრების სურვილი ყველა ზღვარს გადაკვეთს. მილიონობით ადამიანი საკუთარ ადამიანურ სახეს დაკარგავს და ბანდიტებად და მკვლელებად გადაიქცევიან. დედამიწიდან სამართლიანობის ცნება გაქრება. ბევრისთვის კი ცხოვრება პურის ნატეხისთვის ბრძოლად გადაიქცევა.
წყარო:https://www.mshoblebi.ge