მილანის მოდის კვირეული პანდემიის ფონზე
მოდის კვირეულს მილანი ღია ცის ქვეშ, უსაფრთხოების წესების დაცვით მასპინძლობს. მოდელებიც და სტუმრებიც ატარებენ პირბადეს და იცავენ სოციალურ დისტანციას. წარმოდგენილია 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია. მოდის ქალაქი ცხოვრების ჩვეულ სტილს უბრუნდება.
მამაკაცების მიმდინარე დეფილე პირველია „კოვიდ 19“-ის შემდეგ. მიზანიც სწორედ ისაა, მსოფლიომ დაინახოს, რომ იტალია კვლავ აქტიურ ყოველდღიურობას უბრუნდება.