წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი მამაკაცი სამ მოთხოვნას აქვეყნებს:
„ჩემი მოთხოვნა არის ასეთი, შეიკრიბოს საქართველოში ყველა პარლამენტარი და მიიღონ სამი კანონი: პირველი, აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაშები. მეორე, ბანკებს მიეცეს მარტო უფლება წლიური 7 პროცენტი, რომ დავიღალეთ. ცოტა ჯიბიდან ამოიღეთ და მესამე მოთხოვნა წამლები, მოხუცი ხალხი ხმარობს ძირითადად წამლებს. ცოტა შეამცირეთ წამლების ფასი, დააწესონ მხოლოდ 10 პროცენტის მოგების უფლება“, – ამბობს მძარცველი ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.