ტელე და რადიოწამყვანი მიკი ჯეჯელავა ფეისბუქზე წერს, რომ ის ერთ-ერთმა კომპანიამ ჰონორარის გარეშე დატოვა და ამის შემდეგ, სანამ წინასწარ არ გადაუხდიან, არცერთ შეთავაზებას არ დათანხმდება.
„ფეხს არ გავადგამ არსად, გადაღება იქნება თუ „ივენთი“, სანამ წინასწარ არ გადამიხდიან ჰონორარს! მორჩა! ეს გაითვალისწინოს ყველა პოტენციურმა დამქირავებელმა!
განგებ არ ვასახელებ კომპანიას, რომელმაც მათხოვრად მაქცია და ჯერ ისევ არ ამიღია კუთვნილი თანხა. ისევ მათ იმიჯს ვუფრთხილდები!“ – წერს მიკი.