ცნობილ ამერიკელ მსახიობს, მიკი რურკს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს,- ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.
Daily Mail ის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე, ინვალიდის ეტლში სწორედ 63 წლის რურკი ზის. მიუხედავად იმისა რომ ის სახეს სპორტული მოსაცმელის ქუდში მალავს, ის პაპარაცებმა მკერდზე არსებული მისი ცნობილი სვირინგით, იოლად იცნეს. ფოტო მსახიობს ლოს-ანჟელესის აეროპორტში გადაუღეს.
რამ აიძულა რურკს ინვალიდის სავარძელში ჩამჯდარიყო უცნობია, თუმცა უცხოელი ბლოგერების ნაწილი წერს იმის შესახებ რომ მიკი რურკს კიბო აქვს, ნაწილი კი მიიჩნევს რომ მას მორიგი პლასტიკური ოპერაცია აქვს დაგეგმილი და მანამდე საზოგადოებას ემალება. მიკი რურკმა თავისი წარუმატებელი პლასტიკური ოპერაციებით უკვე სახელი გაითქვა. ქირურგიულმა ჩარევებმა ჰოლივუდის მსახიობსა და ყოფილ ბოქსიორს სახე მკვეთრად შეუცვლა და დაუუშნოვა.