მითხარი, რა ფერისაა შენი თვალი და გეტყვი, რა დაავადება გემუქრება

მეცნიერებმა დაადგინეს რომელი დაავადების საფრთხის წინაშე დგახართ თქვენი თვალის ფერის გათვალისწინებით. სტატიაში 6 ტიპის თვალზე საინტერესო ინფორმაციას გაეცნობით:
1. შავი თვალები
მუქი ფერის თვალები მიდრეკილია კატარაქტასკენ. კატარაქტა თვალის დაავადებაა და ბროლის დაზიანებას უკავშირდება. მისი მკურნალობის გზა ოპერაციაა.
2. ლურჯი თვალები
ადამიანებს, რომლებსაც ლურჯი თვალები აქვთ, უფრო ხშირად უჩნებათ ვიტილიგო ვიდრე დანარჩენებს. ვიტილიგო კანის ქრონიკული დაავადებაა. ამ დროს კანზე პიგმენტური კერები ჩნდება და შემდეგ ფართო არეალზე ვრცელდება. ვიტილიგო გადამდები არ არის. არსებობს მკურნალობის რამდენიმე გზა: იმუნოთერაპია, ფოტოთერაპია, ტოპიკური სტეროიდები და დაცვა მზის სხივისგან.
3. ცისფერი თვალები
მელანომია ცისფერთვალა ხალხშია გავრცელებული. ამ დროს კანის რომელიმე ნაწილი მუქდება და დიდ ხალს ემსაგვსება. იგი 30 წლიდან ვლინდება. მელანომიები ჩვეულებრივ 5 მმ-ს აღემატება, თუმცა საწყის ეტაპზე ის შედარებით მცირეა. შეიძლება, მელანომიიდან დაიწყოს სისხლდენა და გაჩნდეს კვანძები, რაც საშიშია ჯანმრთელობისთვის.
4. თაფლისფერი თვალები
კვლევებმა აჩვენა, რომ ალკოჰოლი თაფლისფერთვალება ხალხს განსაკუთრებით ვნებს. სწორედ ამიტომ ალკოჰოლი ადვილად დაგიზიანებთ კუჭს, ღვიძლსა და თირკმელებს. მოერიდეთ მას.
5. ნაცრისფერი თვალები
თუ თქვენ ნაცრისფერი თვალები გაქვთ, ნამდვილად უნდა გეშინოდეთ ასაკში შესვლის, რადგან მაკულარული დეგენერაციის საფრთხე იზრდება. შეიძლება დაბრმავდეთ. თვალებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ 50-წელს გადაცილებულებმა.
6. ქამელეონის თვალები გაქვთ? ტყუილად გიხარიათ!
თუ თვალის ფერი ხშირად გეცვლებათ, ყველაზე კარგ შემთხვევაში ალერგია გაქვთ. გამორიცხული არ არის რაიმე გენეტიკურ დაავადებასაც ატარებდეთ. თუ თვალებში ყვითელი ფერი გეპარებათ სუსტი ღვიძლი გაქვთ.

წყარო:http://www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები