მითხარი რა პოზაში გძინავს და გეტყვი, ვინ ხარ შენ – ხასიათის გამოცნობა ძილის პოზის მიხედვით

გადახედეთ ძილის ამ პოზებს, ამოიცანით საკუთარი “თავი” და წაიკითხეთ საკუთარ თავზე ობიექტური სიმართლე. ან შეხედეთ თქვენი შვილის, თქვენი მეუღლის საყვარელ ძილის პოზას და მის შესახებ წაიკითხეთ.
1. მტკიცე ბუნების ადამიანი ხართ. ხასიათის მკვეთრი ცვალებადობა არ გახასიათებთ, ამიტომ თქვენი ნდონა შეიძლება. თავდაჯერებული უყურებთ მომავალს და მეგობრების ყურადღების ცენტრში ხართ. ძალიან უნდა მოინდომოს ვინმემ, რომ ნერვები აგიშალოთ. ყველაზე გრძელი გვირაბის ბოლოსაც კი შუქს ხედავთ და ცვლილებებს ადვილად უწყობთ ფეხს.
2. ჩანასახის პოზა მიუთითებს, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც დაცვა და გაგება სჭირდება. წოლის ასეთი მანერით ქვეცნობიერად ცდილობთ პრობლემებს გაექცეთ და თავი სამალავში შერგოთ. ფსიქოლოგები ასეთ ადამიანებს შემოქმედებით აქტიურობას ურჩევენ. ქალების გასაგონად: თუ თქვენი ქმარი ამ პოზაში იძინებს, ესე იგი ძალიან მკაცრი ხართ მის მიმართ და მიდგომები უნდა შეცვალოთ.
3. ასე უყვართ ძილი ლიდერებს. მათ გვერდით მწოლიარე ა დამიანებს ისღა დარჩენიათ საწოლის კიდეზე მოთავსდნენ. ცხოვრება მხოლოდ გეგმების საშუალებით გაქვთ აწყობილი, ვერ იტანთ მოულოდნელობებს და ყველანაირად იცავთ თავს მათგან.
4. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ზურგზე წოლით ძილი მონარქებისა და ბელადების წესია. ასე რომ, მოსალოცად გქონიათ საქმე. თქვენი ცხოვრება მხიარული კომპანიები და მათი ეპიცენტრია. ჯიუტი ხართ და მიზნის მისაღწევად თავს არ ზოგავთ. ნებისმიერ კომპანიაში ლიდერად გაღიარებენ.
5. მიზანდასახული და გაწონასწორებული – ასე გახასიათებთ ძილის ეს პოზა. საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს ყოველთვის მრავალრიცხოვან მოთხოვნილებებს უყენებთ. ძილის ეს მანერა მკაცრ და პედანტურ ადამიანებსაც ახასიათებთ.
6. ხასიათი ხშირად გეცვლებათ. თავგადასავლები გიყვართ, თუმცა ძალიან არაპროგნოზირებადი ადამიანი ხართ. ძალიან გიჭირთ არჩევანის გაკეთება. ქვეცნობიერად კი ყოველთვის მიილტვით სტაბილურობისა და უფრო მშვიდი ცხოვრებისკენ. რა თქმა უნდა, ადამიანი სხეულის პოზებს უსასრულობამდე შეუძლიათ ცვლა და ყველას მიხედვით ხასიათზე ვერ “ვიმკითხავებთ”. სამაგიეროდ, რომელი პოზაც უფრო ახლოსაა თქვენი ძილის მანერასთან, ე.ი. ის განმარტება უფრო შეგეფერებათ.

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები